https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

დაიხურება თუ არა ტყიბულის მაღაროები

22:12; 2.12.2012
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

_ მაღაროს დახურვის შესახებ ინვესტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის ელისო ჩაფიძის და საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ჩარევით, საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოში შეიქმნა კომისია. მათ დასკვნაზეა დამოკიდებული, დარჩებიან თუ არა მაღაროელები სამსახურის გარეშე.

შეგახსენებთ, რომ ტყიბულის ძიძიგურის სახელობის მაღაროში სამუშაოდ ჩასული მაღაროელები 300 მეტრის სიღრმეში გაიფიცნენ. ისინი ითხოვდნენ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შენარჩუნებას; წინააღმდეგნი იყვნენ სამუშაო საათების და ხელფასი შემცირების და ძიძიგურისა და მინდელის სახელობის მაღაროს გახსნას მოითხოვდნენ. საპროტესტო აქციის მიმდინარეობის პერიოდში, ინვესტორმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეხურა ძიძიგურის სახელობის მაღაროს ერთ-ერთი უბანი. მეშახტეების განმარტებით, ამ მაღაროს დახურვა 500-მდე თანამშრომელს უმუშევარს დატოვებს.

ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს მიერ შეიქმნა კომისია, რომლის გადაწყვეტილებასაც ტყიბულელ მაღაროელებთან ერთად, კომპანია “ჯი-აი-ჯი ჯგუფის” მეპატრონე, ყოფილი დეპუტატი დავით ბეჟუაშვილიც ელოდება.

დაიხურება თუ არა მაღარო და შეაჩერებს თუ არა ქვანახშირის მოპოვებას ერთ-ერთ უბანზე მეპატრონე, ხვალ გახდება ცნობილი.

რა დასკვნას დადებს საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს მიერ შექმნილი კომისია, ამასთან დაკავშირებით “გურია ნიუსი” კომისიის ერთ-ერთ წევრს მერაბ მეგრელაძეს ესაუბრა.

_ ბატონო მერაბ, ტყიბულის მაღაროსთან დაკავშირებით საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოში შეიქმნა კომისია. როგორც ვიცით, თქვენ მაღაროში იყავით ჩასული. ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ მეპატრონე 3 მაღაროდან, ერთ-ერთის დახურვას აპირებს.

_ მინდა გითხრათ, რომ ამ კომისიას მუშაობა არ დაუმთავრებია. ჩვენ დღეს ჩამოვედით ტყიბულიდან. კომისიის წევრები, ორშაბათს შევიკრიბებით კომისიის თავმჯდომარესთან, საბოლოო დასკვნა იქნება ორშაბათს, მანამდე კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ. მაგრამ შეგისწორებთ: ბოლო დრომდე ორი _ ძიძიგურისა და მინდელის სახელობის მაღარო იყო. დაახლოებით 6 თვის წინ გააერთიანეს და, ფაქტობრივად, მაღარო ერთია – მინდელის სახელობისა. საუბარი იყო ძიძიგურის სახელობის ყოფილი მაღაროს უბნის გაყიდვაზე, რის გამოც გაიფიცნენ მუშები. ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვიყავით ჩასული.

კომისიამ იმუშავა და ამ კომისიაში საგაფიცვო კომიტეტის წარმომადგენლებიც იყვნენ. ასევე იყვნენ მოწვეული ექსპერტები ტექნიკური უნივერსიტეტიდან, სამთო ინსტიტუტიდან. წარმოდგენილი იყო ჩვენი სააგენტო, საქნახშირის წარმომადგენლობა, დეპუტატის ელისო ჩაფიძის ბიუროს უფროსი. ასე რომ, გეთაყვა, 12-კაციანი კომისიიდან, რატომ მაინცდამაინც მე დამირეკეთ?

_ ბატონო მერაბ, როგორც “გურია ნიუსისთვის” არის ცნობილი, ამ 12-კაციანი კომისიიდან თქვენ ხართ კონკრეტული სფეროს სპეციალისტი.

_ არა, მე პრობლემა არ მაქვს. სულ რამდენიმე წუთია, რაც ტყიბულიდან ჩამოვედი. ორშაბათს დაიდება პასუხი; დაუკავშირდით კომისიის თავმჯდომარეს, გრიგოლ კაკაურიძეს. მე ვარ სპეციალისტი, მაგრამ ვარ კომისიის რიგითი წევრი. თავმჯდომარე გაგცემთ პასუხს. თვითონ მაღარო საქმის კურსშია, შეგიძლიათ დეპუტატ ელისო ჩაფიძეს ჰკითხოთ, ყველანი კმაყოფილი დარჩნენ.

_ კომისიის წევრებს შორის იყო აზრთა სხვაობა?

_ არა, აზრთა სხვაობა არ ყოფილა. ყველამ კარგად შეასრულა თავისი მოვალეობა.

_ რა იყო კომისიის შექმნის მიზეზი?

_ დაიწერა ბრძანება “საქნახშირის” გაერთიანებაში, მე გითხარით, ერთი წლის წინ მოქმედებდა არჩილ ძიძიგურის სახელობის შახტი. იქ იყო რამდენიმე საექსპლუატაციო უბანი. მაღაროს აქვს რამდენიმე უბანი, სადაც აღმოჩნდა რთული სამთო-გეოლოგიური პირობები. ამან გამოიწვია ერთ-ერთი გვირაბის “იატაკის” ჩავარდნა, ჩაქცევა. ანუ ჩაინგრა გვირაბის ძირი. როგორც ჩანს, ამან შეშფოთება გამოიწვია. ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, დაწერა ბრძანება ამ სამუშაოების შეჩერებაზე, საერთოდ ამ უბნის ჩაკეტვაზე. ამას მოჰყვა მუშათა გაფიცვა. გააპროტესტეს და ჩათვალეს, რომ იქ შესაძლებელი იყო მუშაობის გაგრძელება. საქმეში ჩაერია დეპუტატი, ეკონომიკის მინისტრი და ა.შ. შეიქმნა კომისია.

დასკვნა, რომელიც ორშაბათს იქნება ცნობილი, ნამდვილად პრაგმატული გადაწყვეტილებაა; იქ ნამდვილად საშიშია მუშაობის გაგრძელება და მხოლოდ ნაწილშია შესაძლებელი ისევ გაგრძელდეს მუშაობა. ამას ითხოვდნენ მუშებიც.

“გურია ნიუსი” ამ საკითხთან დაკავშირებით ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატს ელისო ჩაფიძეს ესაუბრა.

_ ქალბატონო ელისო, როგორც ვიცით, ტყიბულის ერთ-ერთ მაღაროს მეპატრონე ხურავს; რატომ გახდა საჭირო შექმნილიყო კომისია?

_ ისტორია უნდა მოგიყვეთ: ტყიბულში ამოქმედებულია ორი მაღარო. 2006 წელს, ეს მაღარო გაკოტრდა. ამის შემდეგ, ის იყიდა მისმა ამჟამინდელმა მეპატრონემ, კომპანია “ჯი-აი-ჯი ჯგუფი”, რომლის 100 % წილის მფლობელი გახლავთ დავით ბეჟუაშვილი. მან მეტ-ნაკლებად მოძებნა ტყიბულის ქვანახშირის გასაღების ბაზარი. კონკრეტულ შემთხვევაში ეს იყო კომპანია, რომელიც დავით ბეჟუაშვილის სახელთან ასოცირდება, მაგრამ შემოყვანილი ჰყავს გერმანელი ინვესტორები, რომლებიც ამჟამად მფლობელები არიან. ეს არის კომპანია “ჰაიდელბერგცემენტი.” რადგან თავიანთი კომპანიის წარმოება გადაიყვანეს ქვანახშირზე, სწორედ ამ კომპანიაში ხდებოდა ტყიბულის ქვანახშირის დიდი ნაწილის მიწოდება.

2007 წლიდან, ტყიბულში მუშაობდა ორი – ძიძიგურის და მინდელის სახელობის შახტები, სადაც ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული. 1 ოქტომბრის მდგომარეობით, კომპანიაში დასაქმებული გახლდათ 1 713 ადამიანი. 1 ოქტომბრის შემდეგ, საუბარი დაიწყო იმაზე, რომ ტყიბულში ქვანახშირის მოპოვება უნდა შემცირებულიყო. გამომდინარე იქედან, როგორც კომპანიის იმჟამინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ამიხსნა, არ აქვთ კონტრაქტები.

_ ვინ იყო იმ პერიოდში აღმასრულებელი დირექტორი?

_ ეს გახლავთ ლევ ტრაიაკოვსკი, რადგან მის მიმართ ძალიან ბევრი პრეტენზიები ჰქონდათ გაფიცულებს, იგი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან. მან ერთ-ერთ შეხვედრაზე, როდესაც მობრძანდა პარლამენტში, პირდაპირ გამომიცხადა, რომ აპირებდა 500 ადამიანის შემცირებას. ჩვენი შეხვედრა შედგა სწორედ მას შემდეგ, რაც ტყიბულში გაიფიცნენ მუშები. მათ პირველებმა მიიღეს შემცირებების შესახებ გამოჟონილი ინფორმაცია. თანამშრომლების უმეტესობა ფიქრობდა, რომ რადგანაც მხარი არ დაუჭირეს “ნაციონალურ მოძრაობას,” მის კანდიდატს პავლე კუბლაშვილს, სწორედ ამის გამო ხდებოდა მათზე შურისძიება.

_ საუბრობენ, რომ მეპატრონე ტყიბულის ერთ-ერთი მაღაროს დახურვას აპირებს, რითაც გაზრდიან ქვანახშირის თვითღირებულებას. რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია?

_ თავდაპირველად მე მესაუბრებოდნენ იმაზე, რომ შახტი კი არ უნდა დახურულიყო, თანამშრომლებს შეამცირებდნენ, რადგან მსოფლიოში შემცირდა ქვანახშირის ფასები. პრინციპში, ეს ისეთი მომენტია, რომ ვერ შეეკამათები ქვანახშირის ფასებთან დაკავშირებით. იმ პერიოდში, ქვანახშირის ფასებზე მცირეოდენი ვარდნა ნამდვილად არის, მაგრამ არ მგონია, მსოფლიო ბაზრის ფასები ასე სწრაფად აისახებოდეს ხოლმე საქართველოს მდგომარეობაზე. შეიძლება ეს, როგორც ერთ-ერთი მიზეზი გამოიყენონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ამის გამოყენება სჭირდებათ. გარდა ამისა, საუბრობენ იმაზე, რომ წინასაარჩევნოდ ნაციონალებს ხალხი რომ მოემადლიერებინათ, შტატები იყო გაბერილი. საერთოდ, ამ ქალაქთან დაკავშირებით არის ასეთი მოსაზრება, ნაციონალების მხრიდან დიდი ხნის განმავლობაში ტყიბულში შახტები იყო გაჩერებული. ბეჟუაშვილმა ეს ბიზნესი გამოაცოცხლა. სხვათაშორის, ამ აზრს ვეთანხმები. ადამიანს თუ რამე დამსახურება აქვს, ბუნებრივია, არ უნდა დაუკარგო.

_ ანუ ბეჟუაშვილმა მართლაც გამოაცოცხლა ეს ბიზნესი?

_ გამოაცოცხლა როგორ – 2007 წელს მან დაიწყო და დიდი ხნის განმავლობაში გაჩერებული 2 შახტი აამუშავა, მაგრამ ბუნებრივია, ეს იყო მომგებიანი ბიზნესი; მას ტყიბულში ქველმოქმედება არ განუხორციელებია. 2011 წელი, როგორც პირად საუბარში თავად დამიდასტურა, მოგებით დაასრულა; ეს მონაცემები არის საჯარო და არანაირ საიდუმლოებას არ წარმოადგენს. წარმოება იყო რენტაბელური, მაგრამ, რატომღაც 2012 წელს გახდა არარენტაბელური, თან ზუსტად არჩევნების შემდეგ! საუბარია 500 მუშის გათავისუფლებაზე, რომლებსაც, რატომღაც, თურმე, 6 თვეში ისევ მიიღებენ სამსახურში. გამომდინარე იქედან, რომ მას ტყიბულში ქვანახშირის მოპოვებაზე ლიცენზია 45 წლით აქვს აღებული და მოპოვებული, სიმართლე გითხრათ, 6 თვე გაჩერება მისთვის არაფერს ნიშნავს.

ადამიანები როდესაც ქუჩაში გამოვიდნენ და ეს ყველაფერი გააპროტესტეს, ამის შემდეგ, ჩვენ, როგორღაც, მივაღწიეთ არა გაფიცვების ჩახშობის, არამედ მოლაპარაკების გზით საქმის მოგვარებას. პირადად მე ჩავერიე, ვთხოვე მუშებს, გარკვეული შეთანხმება დაედოთ ადმინისტრაციებთან, რომ არ დაზარალებულიყვნენ და წარმოების პროცესი განახლებულიყო. ნოემბრის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც შეთანხმდნენ, ორი დღე არც კი იყო გასული, გაჩნდა ახალი თემა _ თითქოს, ძიძიგურის სახელობის მაღაროში უსაფრთხოების თვალსაზრისით არის ძალიან დიდი პრობლემები, რის გამოც მაღარო უნდა დაიხუროს. ამის შემდეგ, მე თვითონ ვიყავი შახტში ჩასული, განსაკუთრებული საშიშროება იქ ნამდვილად ვერ შევამჩნიე, თუმცა არ ვარ სამთო სპეციალისტი, საკმაო დიდი ხანი გავატარე 400 მეტრის სიღრმეზე, შევხვდი ადამიანებს, რომლებიც გაფიცულები იყვნენ და ასეთი ტიპის აქციას მართავდნენ . შემდეგ, როდესაც ჩვენი თხოვნის საფუძველზე ტყიბულში სამთავრობო კომისია ჩავიდა, მხოლოდ ამის შემდეგ, დროებით შეწყვიტეს ასეთი ტიპის საპროტესტო აქცია. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სამთავრობო კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც ჩვენი ბიუროს თავმჯდომარე, თენგიზ თევზაძე შედიოდა, დაადგინა, რომ ძიძიგურის მაღაროს მე-15-ე უბანზე მარაგი თითქმის ამოწურულია და ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს; ეს უბანი, შესაძლოა, მართლაც დაიხუროს. არის გაზების დაგროვების ძალიან დიდი საფრთხე, იმიტომ რომ, ქვანახშირს თან ახლავს გაზი. ხოლო მე-2 შახტში მე-17-ე უბანი, სადაც I და II ფენები, ყველაზე რთული ფენები ქვანახშირისთვის გამოღებულია და მიმდგარი არიან ძალიან კარგ, III – IV ფენებს, რომლის გამოღებაც გაცილებით უფრო ადვილია და დიდი რაოდენობის ქვანახშირის მოპოვების, სუფთა ქვანახშირის გამომუშავებაზეც მოქმედებს, ეს უბანი არ დაიხურება.

მე ველოდები ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან ამ დასკვნის ოფიციალურად გამოქვეყნებას და შესაბამისად, სხვათაშორის, ასეთი ტიპის მოლაპარაკება არსებობს “ჯი-აი-ჯის” ხელმძღვანელობასთან და ამ შახტში განახლდება ჩვეულებრივად სამუშაოები.

_ გქონდათ საუბარი მუშების შემცირებასთან დაკავშირებით ინვესტორებთან?

_ რაც შეეხება მუშების შემცირებას; ინვესტორი ამბობს, რომ სხვა გამოსავალი არ აქვს _ ან სახელფასო ფონდი უნდა შეუმცირონ, ან თვითონ ადამიანები შეამცირონ სამსახურიდან. სხვათაშორის, ბოლო ხანებში, სხვადასხვა მოტივით ბევრი ადამიანი შემცირდა. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე (როდესაც მეშახტეს აღმოუჩენენ სიგარეტს ან ნასვამი ჩადის სამუშაოს შესასრულებლად), ასეთი დისციპლინარული გადაცდომები მათი დათხოვნის საფუძველი გახდა. გარდა ამისა, სამსახურიდან გაათავისუფლეს საპენსიო ასაკის ადამიანები, რაც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს მათთვის. იყო შემთხვევები, როდესაც 70-78 წლის ადამიანები მუშაობდნენ მაღაროში, ძალიან გამოცდილი, კვალიფიციური სპეციალისტები. როგორც ჩანს, კომპანიას მიზნად აქვს, შეამციროს თანამშრომლები და მოპოვება, რის გამოც ყველაზე მეტად მოტყუებულები ეს ადამიანები აღმოჩნდნენ.

_ საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ შექმნა კომისია, რომელიც 12 ადამიანისგან შედგება. საუბრობენ იმაზე, რომ კომისიაში სულ რამდენიმე სპეციალისტია, დანარჩენი კი _ არასპეციალისტი. რამდენად სანდოა ასეთი შემადგენლობის კომისია, რომლის დასკვნის საფუძველზეც, შესაძლოა, დაიხუროს მაღარო და ძალიან ბევრი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩეს?

_ ასე ნამდვილად არ გახლავთ საქმე, რადგან, რეალურად, მაღარო არ იხურება. საუბარია მისი ერთ-ერთი უბნის დახურვაზე. ეს არის შედარებით ნაკლებად მტკივნეული. ძიძიგურის სახელობის მაღაროში რამდენიმე უბანი მოქმედებს, ხოლო მინდელის სახელობის მაღაროში ქვანახშირის გამოღება ორი უბნიდან ხდებოდა _ ეს არის მე-15 და მე-17 უბნები. ინვესტორი უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ორივე უბნის დახურვას აპირებდა. როგორ მე მომაწოდეს ინფორმაცია, ამ დასკვნაში, რომელიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, სავარაუდოდ, საუბარია მხოლოდ მე-15 უბნის დახურვაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის მინისტრმა მეშახტეების და ჩემი პირადი თხოვნით გამოგზავნა კომისია. ბუნებრივია, მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ გიორგი კვირიკაშვილის, მაგრამ მხოლოდ კონტროლის უფლება გამაჩნია აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე და მათ წინაშე პრობლემების დაყენება შემიძლია.

რაც შეეხება კომისიის შემადგენლობას, მე ვიცი, რომ მასში შედიან როგორც კონკრეტული სფეროს სპეციალისტები, ასევე თვითონ საგაფიცვო კომიტეტის წარმომადგენლები. საგაფიცვო კომიტეტში არიან ადამიანები, რომლებსაც წლები აქვთ გატარებული მიწის ქვეშ ქვანახშირის მოპოვებაში და საკმაოდ მაღალკვალიფიციურები არიან.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

იარაღის მოპარვაში პოლიციის უფროსის მოადგილეს ადანაშაულებდნენ

საიდუმლო საუბარი ხელფასების მომატებაზე

ყველა სიახლე

სამართალი

“ნაცნობს საფულე მოპარა და საბანკო ბარათებით პროდუქტები იყიდა”

21:09; 23.01.2026
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

20:55; 23.01.2026
საზოგადოება

დაკავებული ტანკერიდან 5 მეზღვაური საქართველოში დაბრუნდა

20:12; 23.01.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის პროექტ Creator-ის გამარჯვებული მალე გამოვლინდება – რა უნდა იცოდე YouTube რეალითი შოუს შესახებ?

18:51; 23.01.2026
სამართალი

არასრულწლოვანის მიმართ წამების, ძარცვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე კიდევ 4 პირს ბრალდება წარუდგინეს

18:38; 23.01.2026
საზოგადოება

„სურები 2 ჰესის“ გზშ-ს განხილვა მოსახლეობის ერთი ნაწილი, პროტესტის ნიშნად არ დაესწრო

18:26; 23.01.2026
სამართალი

პროკურატურამ 88 პირს ბრალი წარუდგინა- ამოღებულია დიდი ოდენობით ჰეროინი, კოკაინი და მეთადონი

17:31; 23.01.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო შაბათ-კვირას

17:18; 23.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

15:58; 23.01.2026
საზოგადოება

უკანონოდ მოპოვებული ჯამში 700 კგ თევზი – ბრაკონიერობის შემთხვევები საქართველოში

15:46; 23.01.2026
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: კომპანიები გამოხატავენ აბსოლუტურ მზაობას, რომ ვიმუშაოთ ფასების შემცირებაზე

15:20; 23.01.2026
საზოგადოება

“თუ უკვე შეძენილი გაქვთ პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან, არ გამოიყენოთ”- სეს-მა Picot -ის იმპორტიორი დააჯარიმა

15:17; 23.01.2026
ფინანსები

სუხიშვილების ტრიუმფი კარნეგი ჰოლის სცენაზე | მთავარი სპონსორი – საქართველოს ბანკი

15:11; 23.01.2026
პოლიტიკა

ბექა ძამაშვილი: სტრასბურგმა საჭიროდ არ ჩათვალა აღნიშნული საჩივრების არც დაჩქარებული წესით განხილვა და არც არჩევნების შედეგების შეჩერება

15:04; 23.01.2026
პოლიტიკა

86%-იანი ფასნამატი და ევროპაზე ორჯერ ძვირი პროდუქტები საქართველოში – კობახიძე ბიზნესს ფასების შემცირებას სთხოვს

14:36; 23.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო