_ ამდენი ხანია გთხოვთ, რომ მაგიდა და სკამები შეგვიძინოთ. მუშაობას ვერ ვახერხებთ. სხვა თუ არაფერი, გამარჯვებული ძალის ფრაქცია ვართ. 500 ლარი ვერ გამოყავით იმისთვის, რომ მაგიდა და სკამები შეგვიძინოთ, _ აღნიშნა შარაშიძემ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ანტონ ხუნდაძის თქმით, შარაშიძის შენიშვნა სამართლიანია და 2013 წლის ბიუჯეტში ეს საკითხი გათვალისწინებულია:
_ მანამდე კი მე ვითხოვე და მაგიდაც გექნებათ და სკამებიც, _ განმარტა ხუნდაძემ.
ჩვენ შეკითხვაზე ვისგან ითხოვა “ქართული ოცნების” ფრაქციისთვის საჭირო ინვენტარი “ნაციონალმა” საკრებულოს თავმჯდომარემ, ხუნდაძემ ასე გვიპასუხა:
_ რა მნიშვნელობა აქვს. ვთქვათ, სახლიდან მოვიტანე. მთავარია, რომ მაგიდა და სკამები ექნებათ.