“ბოროტმოქმედებმა ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, დაზარალებულების სახლიდან 60 ათასი ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები, 5 ათასი ლარი და 2 ათასი აშშ დოლარი გაიტაცეს.
დაკავებულის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ძვირფასეულობიდან დაზარალებულმა გასანოვმა საკუთარი სამკაულები ამოიცნო.
მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები ყაჩაღური დაჯგუფების დანარჩენი წევრების დადგენა -დაკავების მიზნით, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. გამოძიება საქართველოს ს.ს. კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისთვის დაკავებულ ვალერი ნ-ს 6-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება,” _ ნათქვამია განცხადებაში.