https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გური ურუშაძის საქმემ, შესაძლოა, სტრასბურგში გადაინაცვლოს

17:02; 28.02.2011
ჟურნალისტური გამოძიება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“ახალგაზრდები სამართლიანობისათვის _ საქართველოს”, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უფლებამოსილი წარმომადგენლები ნიკა კვარაცხელია, ნინო გელაშვილი და თამარ გაბიანი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2011 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებას უკანონოს და დაუსაბუთებელს უწოდებენ. “გური ურუშაძეს უფლება აქვს, მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და ამტკიცოს, რომ მის წინააღმდეგ ირღვევა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი, რომლითაც გარანტირებულია სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება”, _ მიიჩნევენ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე იურისტები, მას შემდეგ, რაც შესაბამის დოკუმენტაციას ჩვენი თხოვნით გაეცნენ.

“დამალა თუ არა პროკურატურამ დანაშაული და რა უნდა გაეკეთებინა ლეგალიზაციის კომისიას” _ სტატია ამ სათაურით “გურია ნიუსმა” გასული წლის ოქტომბრის თვეში გამოაქვეყნა. ოზურგეთელი გური ურუშაძე პროკურატურას დანაშაულის დაფარვაში და უმოქმედობაში ადანაშაულებდა, ლეგალიზაციის კომისიას კი უკანონო ქმედებებში ამხელდა. იგი რედაქციაში მას შემდეგ მოვიდა, რაც “გურია ნიუსმა” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ლეგალიზაციის კომისიის საქმიანობა გააშუქა.

“თქვენი გაზეთი რომ წავიკითხე, იმიტომ გავბედე მოსვლა და ჩემი საქმის დეტალებზე საუბარი. ვალია გირკელიძესთან მივედი, როცა გავიგე, რომ ჩემს სარგებლობაში არსებულ ნაკვეთს სხვას უკანონებდა. ყველა საბუთი თან მქონდა, მაგრამ არ ჩაიბარა,” _ ამბობდა “გურია ნიუსთან” საუბარში სპეციალობით ზოოტექნიკოსი გური ურუშაძე.

საუბარია 4 ჰექტარ ფართობზე, რომელიც ლიხაურის კოლმეურნეობას ჩამოერთვა და რაიკავშირს გადაეცა. 1994 წელს ბატონმა გურიმ 11 მილიონი კუპონი ბანკში შეიტანა, რომლის დამადასტურებელი ქვითრები დღესაც შენახული აქვს და ამის შემდეგ მიწის იჯარით აღებაზე მიღება-ჩაბარების აქტით ხელშეკრულება დირექციასთან გააფორმა.

ურუშაძესთან ყოფილი თანამშრომელი, მას შემდეგ მივიდა, რაც მიწის ლეგალიზაციის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულება გამოიცა: “მეუბნება, მხარი უნდა დამიჭირო, რომ შენი თანამშრომელი ვიყავიო. იმ მიწას ვყიდულობ, რომელზეც ფერმა დგასო, ფულიც მაქვს გადახდილიო, მითხრა. რა ფული გადაიხადე, ხომ იცი, რომ ეს შენობა მე მაქვს გამოსყიდული, რატომ არ მკითხე, როგორ იყიდი მიწას-მეთქი, შევეკითხე. ყველა საბუთი ვაჩვენე მისი ოჯახის წევრს და გადახედე-მეთქი, ვუთხარი. რომ წაიკითხა, ასე მითხრა, გური ბიძია, ეს შენ ყველაფერი ნაყიდი გქონია, ჩვენ როგორ მოგვატყუესო. 10 000 გადავიხადეო. ვის ან როდის, მე არ ვიცი და ვერც დავამტკიცებ, მიუხედავად იმისა, რომ ამ საუბარს მძღოლი ისმენდა. ამის შემდეგ ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარესთან ვალია გირკელიძესთან მივედი, საბუთები მივუტანე და ვუთხარი: _ რომ უმტკიცებ ამ კაცს ამ ნაკვეთს, გადახედე ჩემს საბუთებს, იკითხე რამე,-მეთქი? მიპასუხა _ მაგან მოიყვანა მოწმეებად ორი კაცი, დამიმტკიცა, რომ აქ მუშაობდა და ვაძლევ მაგ ფართობსო. ეს საუბარი მის კაბინეტში შედგა; ფოსტის შენობისკენ მივუთითე, რომ გითხრა ჩემია, მოგიყვანო მოწმეები, დამიჯერებ ან დამიმტკიცებ მასე ზერელედ-მეთქი? არ მიიღო საბუთები და უკან მომიყარა. ვუთხარი, დაეტოვებინა და პასუხი გაეცა, მეკუთვნოდა თუ არა. ასე დავტოვე გირკელიძის სამუშაო ოთახი”, _ გვითხრა ურუშაძემ.

ამის შემდეგ, ურუშაძე იურისტებთან კონსულტაციებს გადის, რომლებიც ურჩევენ, რომ კიდევ ერთხელ მიმართოს კომისიას წერილობით და თუ ისევ არ გაატარებს განცხადებას რეგისტრაციაში, ფოსტით გაუგზავნოს. ის, იურისტების რჩევას ითვალისწინებს და შემდეგ პროკურორს ილია ჯალაღანიას განცხადებით მიმართავს.

“პროკურატურაში თაროზე საქაღალდეები იყო შემოწყობილი, ასე მითხრეს ეს ყველაფერი გირკელიძის საქმეებიაო”, _ ამბობს ის.

მისივე თქმით, ყოფილმა თანამშრომელმა საკუთრების უფლების აღიარება ვერ მოახერხა. მეტიც, მისი ოჯახის წევრები ქუთაისის პროკურატურაში იყვნენ დაბარებულები. ურუშაძის მტკიცებით, ისინი ორი ღამეც გააჩერეს საკანში და გირაოც გადაახდევინეს 2000-2000 ლარი: _ ამდენ უკანონობას ხომ უნდა ჰქონდეს დასასრული და ოდესმე ხომ უნდა გაირკვეს სიმართლე?!! _ გვითხრა მან.

საჯარო რეესტრიდან მიღებულ ოფიციალურ წერილში ვკითხულობთ, რომ ფართობი, რომლის დაკანონებას ურუშაძე სამი წელია ცდილობს, ჯერჯერობით არავის სახელზე არ არის რეგისტრირებული.

ამის გარკვევის შემდეგ, მან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი მოწვევის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების, ე.წ. ლეგალიზაციის კომისიას მიმართა.

აღნიშნული კომისიის მიერ, 2011 წლის 18 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ კომისიამ განიხილა გური ურუშაძის განცხადება ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში მდებარე 40 000 კვმ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე და გამოარკვია, რომ ურუშაძემ, 1995 წელს სარგებლობის უფლებით, ლიხაურში მდებარე 40 000 კვმ. ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები მიღება-ჩაბარების აქტით მიიღო.

“წარმოდგენილი მასალებისა და მტკიცებულებების გამოკვლევით, აგრეთვე კომისიის წევრების მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებით, კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ დაინტერესებული პირის მოთხოვნა არ აკმაყოფილებს “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის #525-ე ბრძანებულების მოთხოვნებს, რადგანაც საკუთრების ზემოხსენებული კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, აღნიშნული საკითხის განხილვა და გადაწყვეტა შედის საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომპეტენციაში. საბოლოო ჯამში, გური ურუშაძეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე”, _ აღნიშნულია კომისიის გადაწყვეტილებაში.

“ახალგაზრდები სამართლიანობისათვის _ საქართველოს” იურისტები ამ გადაწყვეტილებას უკანონოს და დაუსაბუთებელს უწოდებენ; “კომისიამ გადაწყვეტილებაში ვერ ჩამოაყალიბა დასაბუთება, თუ რატომ ეთქვა უარი გური ურუშაძეს საკუთრების უფლების აღიარებაზე. მიგვაჩნია, რომ ამით ირღვევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილი, რომლის თანახმადაც, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. აღნიშნულის საპირისპიროდ, შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ კომისიის გადაწყვეტილება არა მარტო დაუსაბუთებელია, არამედ მასში მოცემული ფრაზები ურთიერთსაწინააღმდეგოა. კერძოდ, ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ წინადადებაზე: “დაინტერესებული პირის მოთხოვნა არ აკმაყოფილებს “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის #525-ე ბრძანებულების მოთხოვნებს, რადგანაც ზემოხსენებული კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, აღნიშნული საკითხის განხილვა და გადაწყვეტა შედის საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომპეტენციაში”, _ უთხრეს “გურია ნიუსს” “ახალგაზრდები სამართლიანობისათვის _ საქართველოს” იურისტებმა.

მათივე აზრით, თუ კომისიას სურდა განეცხადებინა, რომ გური ურუშაძის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა განპირობებულია ზემოხსენებული კანონისა და ბრძანებულების მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გამო, ეს მოსაზრება გარკვევით უნდა ჩამოეყალიბებინა და ამავდროულად მკაფიოდ, არგუმენტირებულად გაემყარებინა მისი მართებულობა. თუ კომისიის მიზანს წარმოადგენდა განმცხადებლის ინფორმირება, რომ ის არ არის კომპეტენტური ორგანო და კომპეტენტურ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტრო, მაშინ მას განცხადების მიღებისთანავე, იმ მომენტიდან, როდესაც კომისიისთვის ცნობილი გახდა, რომ ის არ იყო კომპეტენტური ორგანო, განცხადება უნდა გადაეგზავნა კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოსთვის და ამასთან, მოეხდინა აღნიშნულთან დაკავშირებით განმცხადებლის ინფორმირება. აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მოთხოვნას.

იურისტებს მიაჩნიათ, რომ კომისიის გადაწყვეტილებიდან არ ჩანს, თუ რატომ ვერ აკმაყოფილებს გური ურუშაძის მოთხოვნა კანონისა და ბრძანებულების მოთხოვნებს და ეს მაშინ, როდესაც კომისია აცხადებს, რომ გური ურუშაძემ 1995 წელს სარგებლობის უფლებით მიიღო 40 000 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, ანუ გური ურუშაძე ხსენებულ ფართობს მართლზომიერად ფლობს 1995 წლიდან. ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის “ა” პუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწა განისაზღვრება, როგორც მიწა, რომელზეც პირს მართლზომიერი ფლობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ანუ 2007 წლამდე. ამავე კანონის შესაბამისად გარანტირებულია ასევე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მიღების უფლება. გაუგებარია (კომისიის გადაწყვეტილებიდან არ ირკვევა), თუ რატომ დაეყრდნო კომისია აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტს, რომელიც არეგულირებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ გაასხვისა მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და მიწის ნაკვეთზე, ამ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვერ გახორციელდება საკუთრების უფლების აღიარება. მხოლოდ ამ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთს განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. გური ურუშაძის შემთხვევაში, აღნიშნული მდგომარეობა სახეზე არ არის და შესაბამისად, გაუმართლებელია ზემოაღნიშნული ნორმის გამოყენება.

რაც შეეხება იმ შემთხვევებს, როდესაც საერთოდ გამოირიცხება საკუთრების უფლების გახორციელების შესაძლებლობა ამა თუ იმ მიწის ნაკვეთზე, ის ამომწურავად არის ჩამოყალიბებული აღნიშნული კანონის მე-3 მუხლში. კომისიას თავის გადაწყვეტილებაში არ მიუთითებია, რომელიმე შემთხვევის არსებობაზე, რაც ობიექტურ მკითხველს უქმნის აზრს, რომ ასეთს ადგილი არ ჰქონია. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ კომისიის გადაწყვეტილება უკანონოა და დაუსაბუთებელი. განმცხადებელმა, გური ურუშაძემ, აუცილებლად უნდა მიმართოს სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში და მოითხოვოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება. ასევე ვთვლით, რომ ქვეყნის შიგნით არსებული სამართლებრივი მექანიზმების ამოწურვის შემდეგ (სასამართლო ინსტანციებისათვის მიმართვის შემდგომ), ბატონ გური ურუშაძეს უფლება აქვს მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და ამტკიცოს, რომ მის წინააღმდეგ ირღვევა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი, რომლითაც გარანტირებულია სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება. მას ასევე აქვს გონივრული საფუძველი იდავოს, რომ მის წინააღმდეგ ირღვევა ამავე კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი, რომელიც ითვალისწინებს საკუთრების უფლების დაცვას. ამასთან, გვსურს აღვნიშნოთ, რომ “საკუთრების” ცნებას, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, აქვს ავტონომიური მნიშვნელობა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით აღნიშნული ცნების განმარტება საკმაოდ ფართოა. კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, არ არის აუცილებელი პირს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება წარმოშობილი ჰქონდეს ფორმალურად, მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის გზით.

გასული მოწვევის საკრებულოს ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარე ვალია გირკელიძე “გურია ნიუსთან” საუბარში აცხადებდა, რომ შეიძლება პიროვნებას შენობა შესყიდული ჰქონდა, მაგრამ მიწა, რომელზეც ეს შენობა იდგა, არ იყო ლეგალიზებული; ჩვენ პრეზიდენტმა უფლება მოგვცა, ასეთ შემთხვევებში მისი ლეგალიზება მოგვეხდინაო… კომისიის წევრები კი, აცხადებდნენ, რომ ზეპირ განცხადებებს იღებდნენ და გადიოდნენ ადგილზე სიტუაციის გასარკვევად.

ხოლო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მოქმედი კომისიის თავმჯდომარე პეტრე სალუქვაძე აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ “გურია ნიუსთან” კომენტარს არ აკეთებს.

თავად გური ურუშაძე კი თავისი უფლებების დაცვას სასამართლოს გზით შეეცდება.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ჟურნალისტური გამოძიება

როგორ აღმოჩნდა ყოფილი მფლობელისთვის წართმეული ლისის ტბა მამუკა ხაზარაძის საკუთრებაში

21:05; 12 მაისი, 2017
ჟურნალისტური გამოძიება

უპასუხო კითხვები ლისის ტბის საქმეში

14:04; 27 აპრილი, 2017
ჟურნალისტური გამოძიება

მაღალჩინოსნები და ბიზნესმენები დასაკითხ პირთა სიაში _ რა ეტაპზეა ლისის ტბის საქმის გამოძიება

20:03; 29 მარტი, 2017
ჟურნალისტური გამოძიება

რატომ არ მიიღო მტკიცებულებად სასამართლომ კეზერაშვილის მოადგილის კაბინეტში ქონების დათმობაზე დაწერილი განცხადება

13:03; 15 მარტი, 2017
ჟურნალისტური გამოძიება

შუაღამისას „საკუთარი ნებით დათმობილი” ქონება, ანუ როგორ დაკარგა ბიზნესმენმა „ლისის ტბა“ – ნაწილი I

10:03; 1 მარტი, 2017

წინასაარჩევნო დაპირებას, შესაძლოა, მეორე არჩევნებმაც მოუსწროს

საქართველო და ჩრდილოეთ კავკასია _ ვიდეო

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

11:21; 20.09.2026
საზოგადოება

რა გახდა ბავშვთა ავადობის სავარაუდო მიზეზი _ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაცია

11:01; 20.09.2026
მსოფლიო

რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

10:50; 20.09.2026
საზოგადოება

112 განცხადებას ავრცელებს

10:26; 20.09.2026
ზაფრანი

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

0:06; 20.09.2026
საზოგადოება

“ჩამოსულმა მიწის მასამ გამოიწვია შეფერხებები ლიანდაგებზე”- “საქართველოს რკინიგზა”

22:54; 19.09.2026
საზოგადოება

მეწყერი ციხისძირში- ბათუმი-ქუთაისი მატარებელი ჩაქვში დაბრუნდა

21:55; 19.09.2026
საზოგადოება

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მშობლები სამინისტროში დაიბარეს

18:19; 19.09.2026
პოლიტიკა

ვინ ლიდერობს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში

17:21; 19.09.2026
საზოგადოება

დატბორილი ტროტუარები და საავტომობილო გზები- წვიმის შედეგები ქუთაისში

16:01; 19.09.2026
საზოგადოება

კახეთიდან თბილისში შემომავალ გზაზე საცობია

15:57; 19.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე: ქართული აგროსასურსათო პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე თავის ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს

15:23; 19.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით

14:45; 19.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის მინისტრი: ბაღებში ინტოქსიკაციის გამო 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო

14:07; 19.09.2026
პოლიტიკა

კალაძე ავარიული სკოლის შენობის შესახებ: რამე რომ მოხდეს პასუხისმგებლობას ვინ აიღებს

13:01; 19.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო