მინისტრის თქმით, ბაჩო ახალაიასთვის სპეციალურად გარემონტდა ერთსართულიანი შენობა, რომელშიც ამ დროისათვის განთავსებულნი არიან, ბაჩო ახალაია და ირაკლი ოქრუაშვილი.
სოზარ სუბარის განცხადებით, ბაჩო ახალაიას მე-7 დაწესებულებაში გადაყვანა დროებითი ღონისძიება იყო, რადგანაც მატროსოვზე ავარიული შენობის გარემონტებას დრო სჭირდებოდა. მინისტრის განმარტებით, გარკვეული პერიოდი დასჭირდა პერსონალის შერჩევასაც, რადგანაც თანამშრომლებში არ უნდა მოხვედრილიყვნენ ყოფილი ხელისუფლების მიერ დანიშნული კადრები. მინისტრის თქმით, ეს ქმნიდა იმის საშიშროებას, რომ მოხდებოდა არასასურველი ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა.
სოზარ სუბარის განცხადებით, პეტიცია, რომელიც თეა თუთბერიძის ინიციატივით დაიწერა და მასზე ხელმოწერების შეგრობევა დღეიდან იგეგმებოდა, დაგვიანებულია.