გუშინ გამართულ პროცესზე, იურისტის თქმით, საქმის არსებული განხილვის ფარგლებში, დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომელიც საქმეზე სტუდია “მონიტორის” მიერ ბეგიაშვილის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის დართვას ითვალისწინებდა.
მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
მოსიაშვილის თქმით, 5 დეკემბერს უკვე როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ საქმესთან დაკავშირებით დასკვნითი სიტყვები უნდა მოამზადონ, გადაწყვეტილება კი შესაძლოა, იმავე დღეს იქნას მიღებული.
“დაცვის მხარე თავიდანვე ამბობდა, რომ ბეგიაშვილის ბრალდება მტკიცებულებებით არ არის გამყარებული. იმედი გვაქვს, რომ სასამართლო გამამართლებელ განაჩენს დადებს”, – აღნიშნა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ შვეიცარიაში დევნილობაში მყოფ ბიზნესმენს ბრალი სსკ-ის 180 მუხლის 2 და 3 ნაწილით ედება. მას დაყადაღებული და ჩამორთმეულია აქვს ქონება და წინა ხელისუფლება 3 მილიონამდე ლარსაც ედავებოდა.