“ეს სამსახური რეალურად ემსახურებოდა არა კანონს და კლიენტს, არამედ პროკურატურას. მისი მთავარი მიზანი იყო მოეგვარებინათ პრობლემა კლიენტსა და პროკურატურას შორის , როგორც წესი პროკურატურის სასარგებლოდ. დღეს ეს პრობლემა მოხსნილია და უფასო იურიდიული სამსახური ემორჩილება კანონს და იმ დამიანის ინტერესებს, ვისაც ის იცავს სასამართლოში” _ ამბობს სუბარი.
სასჯელაღსრულების სამინისტრო ინსტიტუციის დამოუკიდებლობის ხარისხის გასაუმჯობესებლად ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ასევე ადვოკატთა ასოციაციასთან კონსულტაციებს მართავს. სუბარის აზრით, უკეთესია თუ უფასო იურიდიული დახმარების სამსახური არ იქნება აღქმული ერთ რომელიმე სამინისტროსთან ან მინისტრთან.
“ამ ორგანიზაციებთან ერთად გვსურს შევქმნათ კანონით გაწერილი გარანტიები, რომ სამსახური არ იყოს დამოკიდებული რომელიმე სამინისტროზე ან მინისტრზე. ამასთან ერთად განიხილება ისიც, თუ სად არის ამ ინსტიტუციის ადგილი. უნდა დარჩეს ის სამინისტროს შემადგენლობაში თუ გამოეყოს ცალკე,” _ ამბობს მინისტრი და დასძენს, რომ მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი უწყების შემადგენლობაში იქნება უფასო იურიდიული დახმარები ოფისი, მთავარია მისი დამოუკიდებლობა იყოს შენარჩუნებუილი.
სუბარის თქმით უფასო იურიდიული დახმარების სამსახური მალე ინსტიტუციურად დამოუკიდებელი გახდება.