“მეცხრეარხელებო, ყველანი ძალიან მიყვარხართ, წამოსულებიც და დარჩენილებიც ერთნაირად მიყვარხართ! თითოეული თქვენთაგანის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა იმის გაკეთება, რაც ამ მოკლე დროში, მეცხრე არხმა შეძლო. “გელაპის” მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით “მეცხრე არხი” არის ყველაზე მთავარი საინფორმაციო წყარო საზოგადოებისთვის. ეს ყველა თქვენთაგანის დამსახურებაა, მათ შორის ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობდნენ ამ შვიდი თვის მანძილზე. არავის ეწყინება ალბათ, თუ განსაკუთრებით გამოვყოფ რეგიონალურ ბიუროებში მომუშავე მეცხრეარხელებს, რომლებიც ყველაზე რთულ გარემოში მუშაობდნენ ამ შვიდი თვის მანძილზე. დიდი მადლობა ყველას. ახლა დარჩენილებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გაქვთ. თქვენ უნდა გააკეთოთ თქვენი და წამოსულების საქმეც. თითქმის დამთავრებული ახალი სტუდია და ახალი პროექტები მალე უნდა იხილოს თქვენმა მაყურებელმა ახალი “მეცხრე არხის” ეთერში. გულწრფელად ვუსურვებ წარმატებებს არხის ახალ მენეჯმენტს,” _ წერს ბექაური თავის მიმართვაში.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved