https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

დეკანოზი დავითი: “ეს ბიჭები არიან ბოკერიას პირადი პატიმრები”

15:12; 5.12.2012
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

სანამ ამ ბიჭების აღმკვეთი ღონისძიების საკითხს განიხილავდნენ, უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ და რამდენიმე მეუფემ სასამართლოს მიმართეს, რათა აღმკვეთ ღონისძიებად მათთვის პატიმრობა არ შეეფარდებინათ. თხოვნა არავინ გაითვალისწინა.

საქმე ეხება მართლმადიდებელ ბიჭებს, რომლებიც ტელეკომპანია “კავკასიაში” 2010 წლის 7 მაისს მომხდარი ინციდენტის გამო გაასამართლეს.

ქართულმა მართლმსაჯულებამ  8 ახალგაზრდას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. აქედან ექვსს ოთხი წელი და 6 თვე მიესაჯა, ორს კი _ შვიდი წელი.

საქართველოს პრეზიდენტს ისინი ახლა გაახსენდა. 2 კვირის წინ სინდისის პატიმრებს უთხრეს, მიხეილ სააკაშვილმა თქვენი შეწყალება გადაწყვიტა და განცხადება დაწერეთ, რომ შეწყალებას ითხოვთო, მაგრამ უარი თქვეს. “დამნაშავდეები არ ვართ და შეწყალება რის გამო უნდა ვითხოვოთო.”

სოფელი დიღმის წმინდა მარინეს ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით ისაკაძე იხსენებს, ბოლო სხდომაზე როგორ თხოვდა ბიჭებს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, რომ საპროცესო შეთავაზებას დათანხმებულიყვნენ. „მოსამართლე მილერ ხარებავა ბიჭებს ეხვეწებოდა, საპროცესო შეთანხმებას დათანხმდით და სასამართლო დარბაზიდანვე ისე გაგათავისუფლებთ, ფულს არ გადაგახდევინებთო.“

რწმენისთვის მსჯავრდებული 8 ახალგაზრდა არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის” ინიციატივით პოლიტპატიმრების და პოლიტდევნილების იმ 215 კაციან სიაში მოხვდა, რომელსაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ერთი თვის განმავლობაში განიხილავდა.

საზოგადოების ნაწილს კითხვა გაუჩნდა, თუ რატომ გააიგივეს 8 მართლმადიდებელი ბიჭი პოლიტპატიმრებთან. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის  კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ კომიტეტისთვის წარდგენილი დასკვნა, რომლის მიხედვითაც 8 მართლმადიდებელი, პოლიტპატიმრების სიაში მოხვდა, საკმარისად დასაბუთებული იყო.

“დასკვნა არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერაა გაცემული. ამ ბიჭების დაკავება მოხდა სრულიად უსამართლოდ და პოლიტიკური მოტივით, მათი რწმენისა და აღმსარებლობის გამოხატვის გამო. დასკვნა საკმაოდ დასაბუთებულია. არასამთავრობო უფლებადამცველ ორგანიზაციებს შესწავლილი აქვთ ეს საქმე… დასკვნაში შეტანილი იყო საქმის მასალები, როდესაც დაზარალებულად ცნობილი პირები თავად ამბობდნენ, რომ ეს ადამიანები არასწორად დააკავეს. ანუ თუ მათი დაკავება უკანონოდ, მტკიცებულებების გარეშე მოხდა, დავინტერესდით რა იყო ის მოტივი, რომელმაც განაპირობა უსამართლო განაჩენის გამოტანა. გამოიკვეთა მოტივი, რომლის საფუძველზეც ისინი პოლიტ პატიმრების სიაში მოხვდნენ… კომიტეტში ამ საკითხის განხილვისას განსხვავებული აზრი არავის ჰქონია. ყველას პოზიცია ერთსულოვანი იყო.”

სახალხო დამცველობის ყოფილი კანდიდატი ნინა ხატისკაცი ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც ამ ადამიანებს მიმართ სხვა მოსაზრება აქვს:

“მე არც საქმის მასალებს ვიცნობ და არც დეტალურად ვარ ჩახედული საკითხში, თუმცა ის ზედაპირული ინფორმაცია, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით გამაჩნია, არ მაძლევს საშუალებას ვთქვა, რომ ის ადამიანები პოლიტ პატიმრები იყვნენ. ჩემთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, საქმე ჰქონდა ტელევიზიაში შევარდნას, აქ იყო ხულიგნობა, როგორც მინიმუმ გამოხატვის შეზღუდვის მცდელობა და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა. ამ დაკავების პოლიტიკური მოტივები ჩემთვის დღემდე უცნობია. შესაძლოა აქ საუბარი იყოს იმაზე თუ რამდენად ადეკვატური იყო თავად სასჯელი, მაქსიმალური სასჯელი ხომ არ გამოიყენეს და ა.შ. მაგრამ მათი დაკავება პოლიტიკური ნიშნით რომ ყოფილიყო მოტივირებული, მე ეს ვერ დავინახე,” _ გვითხრა ნინა ხატისკაცმა.

ჩვენს შეკითხვაზე, _ ხომ არ ჯობდა, სახალხო დამცველობის კანდიდატი ჯერ ამ საქმის დეტალებს გაცნობოდა და განცხადებები მხოლოდ მას შემდეგ გაეკეთებინა, მან განგვიმარტა:

“ყველა განცხადება საქმის სიღრმისეულ გაცნობაზე დაფუძნებული ვერ იქნება. არსებობს მასმედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, არსებობს ის მასალები, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია და ამაზე კომენტარის გაკეთება ნამდვილად არის შესაძლებელი. შესაძლოა, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ აღმოვაჩინო, რომ მნიშვნელოვანი დარღვევები, ან პროცედურული გადაცდომები იყო, რომ არაადეკვატური სასჯელი შეუფარდეს, თუმცა მეორე კომპონენტი, როგორც გითხარით – პოლიტიკური მოტივაცია, მე არ ვიცი, ასეთი რამ ამ საქმეში თუ არის. თუმცა თუ საქმეში ასეთი რამ არსებობს და მხარეებმა ამის დადასტურება მოახდინეს, ეს თავისთავად ნიშნავს, რომ იმ გარემოებებს არ ვიცნობ, რომელიც ამ საქმეს პოლიტიკურ მოტივაციებს შესძენდა… თქვენთანაც ამით დავიწყე. იმ ინფორმაციით, რაც მედიაში გავრცელდა, მე ამგვარი კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა მქონდა,” _ განაცხადა ხატისკაცმა.

ფაქტია, საქმეში ჩაუხედავი ადამიანები მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებული ბიჭები დამნაშავეები არიან. სწორედ ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალეთ, კიდევ ერთხელ გადაგვევლო თვალი ახლო წარსულში განვითარებულ იმ მოვლენებზე, რომლებიც რწმენისთ პატიმრების ირგვლივ ხდებოდა.

ყველაფერი ერეკლე დეისაძის წიგნით „საიდუმლო სირობით“ დაიწყო.    წიგნის პრეზენტაცია “ილიას სახელობის უნივერსიტეტის” ლიტკაფეში 2010 წლის 4 მაისს გაიმართა.

პრეზენტაციამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. სწორედ ამიტომ მეორე დღეს, ილიას უნივერსიტეტის მთავარ კორპუსთან დეისაძის სოლიდარობის ნიშნად, სტუდენტების ერთმა ნაწილმა და მათმა მხარდამჭერებმა ტრანსფარანტით ხელში – “არა თავისუფლების შეზღუდვას,” აქცია გამართეს. პარალელურად მიმდინარეობდა “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის,”  “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის”  წევრების, სტუდენტების და რიგითი მოქალაქეების საპროტესტო აქცია. ისინი აცხადებდნენ, რომ ერეკლე დეისაძის ამ წიგნის პრეზენტაცია, სახელმწიფო, მითუმეტეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ უნდა გამართულიყო. აქცია მალე დაიშალა, თუმცა ეს დრო გარკვეული შეხლა-შემოხლისთვის საკმარისი აღმოჩნდა. ფაქტს იმიტომ ვიხსენებ, რომ მოგვიანებით მოსამართლემ აქ მომხდარი მცირედი შეხლა-შემოხლის გამო 8 მართლმადიდებელი ბიჭიდან ორს – რატი მაისურაძეს და ავთანდილ ზუმბაძეს, ვითომდა ჩხუბში მონაწილეობისთვის საპატიმრო ვადა 2 წელიწადნახევრით გაუზარდა. რეალურად კი ისინი არაფერ შუაში იყვნენ.

აქციიდან ორი დღის შემდეგ, 7 მაისს, ტელეკომპანია “კავკასიის” გადაცემა “ბარიერში” “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” საქმიანობაზე იყო საუბარი, რომელიც მიბმული იყო ერეკლე დეისაძის წიგნის განხილვასთან. გადაცემაში მიწვეულები იყვნენ ორი სხვადასხვა მსოფლმხედველობისა და იდეოლოგიის საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობადი სახეები. ერთ მხარეს იყო ე.წ. ლიბერალების ფრთა – თეო ხატრიაშვილი, ბექა მინდიაშვილი, სერგო რატიანი და ა.შ. მეორე მხარეს კი “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა” და “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” წევრები: ლევან ჩაჩუა, დავით შალამბერიძე, ჯაბა გურჩიანი, რატი მაისურაძე, მალხაზ გულაშვილი და სხვები.

გადაცემაში მეორე სარეკლამო წყვეტა წამყვანმა ნინო ჯანგირაშვილმა დროზე ადრე გამოაცხადა, რისი მიზეზიც იყო ის, რომ ლიბერალური ფრთის წარმომადგენლებმა გადაცემა დატოვეს. ამ ფაქტს წინ უძღოდა “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობისა” და “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” მისამართით ბექა მინდიაშვილის მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები, რომ ორგანიზაციების წარმომადგენლები ფაშისტები არიან, მათთან სასაუბრო არაფერი აქვს და მოუწოდა პოლიციას დაეჭირათ ისინი. ამის შემდეგ ბექა მინდიაშვილი, თეო ხატიაშვილი, მოგვიანებით კი სერგო რატიანი და მისი თანმხლები პირები სტუდიიდან გავიდნენ. რასაც მოჰყვა წამყვანის ნინო ჯანგირაშვილის განცხადება, რომ გარეთ რაღაც ხდებოდა. თითქმის 20 წუთიანი სარეკლამო წყვეტის შემდეგ ჯანგირაშვილმა გადაცემის გაგრძელება სცადა. მან აღნიშნა, რომ ტელეკომპანიის ეზოში ჩხუბი მოხდა…

სტუდიაში გადაცემის დაწყებიდან ინცინდენტის სრულ ამოწურვამდე მიმდინარე მოვლენებს რამდენიმე კამერა იღებდა. მოგვიანებით, სასამართლო პროცესზე ეს ვიდეომასალა თავად ბრალდებამ წარმოადგინა. ჩანაწერში არ არის არც ერთი კადრი ჩხუბის, გინების და გადაცემის ჩაშლის მცდელობის. ჩანს, გადაცემის მსვლელობისას როგორ მშვიდად იჯდა ლევან ჩაჩუა. მასალაში ასევე ჩანს და ისმის, რომ ჯაბა გურჩიანმა აიღო მიკროფონი და თქვა: “ნუ შემიგინებთ ღვთისმშობელს…”

პოლიცია შემთხვევის ადგილზე ინციდენტის ამოწურვის მერე მივიდა. თვითმხილველები ყვებიან, რომ პოლიციელებმა ადგილზე მისვლის შემდეგ, პირების დაკავება გაურკვეველი შერჩევითა და წინაპირობებით დაიწყო. სტუდიაში დააკავეს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენელი, ეკლესიის სტიქაროსანი და მედავითნე ავთანდილ ზუმბაძე, სასულიერო აკადემიის სტუდენტი დავით შალამბერიძე. მგალობელი ზვიად ბლიაძის დაკავება კი ტელევიზიის ეზოში მოხდა. დაკავების ფაქტს ბლიაძის მამა შეეწირა. ამ ამბის გაგების შემდეგ ის ნერვიული შეტევით დაიღუპა… პატიმრის შესახებ კოდექსში წერია, რომ გარე ბადრაგირების რეალობით სახლში გამოსათხოვარ პანაშვიდზე პატიმარის მიყვანა შესაძლებელია, მაგრამ მას ამის ნება არ დართეს.

დაკავების შემდეგ სამივე ბიჭი თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში გადაიყვანეს. “გადაცემაში მონაწილეები და საზოგადოების წარმომადგენლები, რომელთაც დაკავებულთა ბედი გვაინტერესებდა სწორედ ამ შენობისკენ გავემართეთ. ჩვენთან ერთად მყოფი ლევან ჩაჩუა და რატი მაისურაძე მთავარ სამმართველოში მოწმის სტატუსით შეიყვანეს და იქ დააკავეს იმ საბაბით, რომ ისინი მართლმსაჯულებას არ დამალვოდნენ. ასევე საკუთარი თხოვნის საფუძველზე, ჩვენების მიცემის სურვილით მთავარი სამმართველოს შენობაში შევიდნენ შოთა აფხაიძე და გიორგი გაბედავა, რომლებიც იმავე მოტივით დააკავეს, რომ არ დამალულიყვნენ. 10 მაისს პოლიციის განყოფილებაში სკოლის მოსწავლე და ეკლესიის სტიქაროსანი ჯაბა გურჩიანი გამოიძახეს. განყოფილებაში იგი საკუთარი ნებით გამოცხადდა და ამის შემდეგ დააკავეს. მათგან არც ერთი მიმალვას არ ცდილობდა, უფრო მეტიც მათი უმრავლესობა პოლიციის მთავარ სამმართველოში თავისი ნებით მივიდა და უნდოდათ ჩვენება მიეცათ,” _  ამბობს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის თავმჯდომარე, ავთანდილ უნგიაძე.

მართლმადიდებელი ბიჭების ინტერესებს, სასამართლო პროცესზე, მოქმედი პარლამენტის ვიცე-სპიკერი, იმ პერიოდში კი ადვოკატი და უფლებადამცველი მანანა კობახიძე და ადვოკატი ბესარიონ ქარცივაძე იცავდა.

მანანა კობახიძე მაშინ „გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებდა, რომ „ე.წ ლიბერალები: მინდიაშვილი, ხატიაშვილი და რატიანი, სტუდიიდან აბსოლუტურად მშვიდობიანად წავიდნენ. ისინი, არც ჩვენებაში უარყოფენ, რომ მათ მიმართ რაიმე ფიზიკურ ანგარიშწორებას ადგილი არ ჰქონდა…”

“კავკასიაში” მომხდარ ინციდენტზე სახელმწიფო ბრალდებამ 32 მოწმე წარმოადგინა. საქმის მასალების მიხედვით, ძირითადი მოწმეები პოლიციელები იყვნენ. უნდა აღინიშნოს, რომ პოლიციელთა გარდა, ყველა სხვა მოწმემ, მათ შორის დაზარალებულებმა რვავე მართლმადიდებელი უდანაშაულოდ სცნო იმ ბრალდებაში, რაც მათ წაუყენეს. 24 სამართალდამცავის მიერ მიცემული ჩვენება კი, დროში, სივრცესა და რეალობაში აბსოლუტურად აცდენილი იყო ერთიმეორეს. ინციდენტი, გარეთ, მეორე რეკლამის გასვლის დროს დაიწყო. რეკლამა ეთერში 23:15 საათზე გავიდა და 23:33 საათზე დასრულდა. ჩხუბი, სწორედ ამ შუალედში მომხდ. პოლიციაში კი ზარი 23:45 საათზე ფიქსირდება. მათ მოსვლას, შემთხვევის ადგილამდე, მინიმუმ 10 წუთი მაინც ჭირდებოდა. ასე რომ, პოლიციის მისვლის დროს, ინციდენტი ამოწურული იყო და ისინი თვითმხილველები ვერ იქნებოდნენ.

პოლიციელების მიერ არასწორად შედგენილ ჩხრეკის ორდერებსა და ამოცნობის გაყალბებულ ოქმებში, არსებითი დარღვევები მოსამართლე მილერი ხარებავამ არ დაინახა… ოქმის მიხედვით, ჩხრეკა ჩატარდა სტუდიაში. კადრების მიხედვით, დაკავებულები მაშინვე გარეთ გამოიყვანეს და ფაქტია, ჩხრეკა იქ ვერ ჩატარდებოდა. პოლიციელ ბურდულის ჩვენების თანახმად კი, ჩხრეკა ბაღში ჩატარდა.

ტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარი ინციდენტის გამო, სინდისის პატიმრები ორი მუხლით გაასამართლეს: ხულიგნობისა და ჟურნალისტური საქმიანობისთვის უკანონო ხელშეშლისთვის, თუმცა, რომელ ჟურნალისტს შეუშალეს ხელი, ეს ვერც ბრალდებამ დაადგინა და ვერც სასამართლომ. დაზარალებულად ამ საქმეში, ერთი ჟურნალისტიც კი არ არის ცნობილი.უფრო მეტიც, ტელეკომპანიის ყველა თანამშრომელი, მათ შორის გადაცემა “ბარიერის” წამყვანი და ტელევიზიის დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი დაკითხვისას აფიქსირებდა, რომ ჟურნალისტურ საქმიანობაში ამ ადამიანებს ხელი არ შეუშლიათ. მათი განცხადებით, ბრალდებულებს სტუდიის შიგნით თუ გარეთ, არც მათთვის და არც სხვა პირებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. ამიტომ მათი მოთხოვნა ამ ადამიანების უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივი გათავისუფლება იყო…

ბოლო სასამართლო პროცესზე მოსამართლე ხარებავა განაჩენს ჩუმად კითხულობდა. მსჯავრდებულები ფეხზე იდგნენ და უსამართლო ვერდიქტს გალობით ხვდებოდნენ – “უფალო, დიდება შენდა!” დარბაზში მსხდომი მამაოების შეგონებისა და გალობის ფონზე პროკურორები მოსამართლის სათათბირო ოთახიდან გაიპარნენ.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ჩემიამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სააპელაციოში პროკურორები დავით ხიზანაიძე და გიორგი მიქაია იყვნენ. შეგახსენებთ, რომ ამ სამეულის ხელში გაიარა სანდრო გირგვლიანის საქმემ.

როგორც კი გლდანის ციხეში გადაიყვანეს, რვავე მსჯავრდებული უწმინდესმა მოინახულა. მას უთქვამს, ღმერთმა ალბათ თქვენი აქ მოსვლა იმიტომ დაუშვა, რომ ქრისტიანობა უნდა იქადაგოთო.

“იქ ძალიან ბევრი მსჯავრდებული მოაქციეს. ჩვენ, სასულიერო პირები მათთან ახსარებაზე ხომ შევდიოდით და ბიჭების საკნებიდან პირველ ახსარებაზე ძალიან ბევრი მოდის… ეს ბიჭები არიან ბოკერიას პირადი პატიმრები. რაც მოხდა, თავისუფლების ინსტიტუტის უშუალო მითითება იყო. ეს ხალხი უშუალოდ კურირებდა ამ საქმეს და ყველა იმ საკითხს, რომელიც მართლმადიდებლური ეკლესიის საწინააღმდეგოდაა მიმართული. ამიტომ არიან ეს ბიჭები პოლიტიკური პატიმრები… მინდა გითხრათ, რომ საკითხით საქართველოში აშშ-ს მაშინდელი ელჩი ჯონ ბასი დაინტერესდა. მან მეორე დღესვე განცხადება გააკეთა, რომლის შინაარსიც პირდაპირ ბიჭების დაჭერისკენ მოწოდება იყო. ფაქტობრივად, ბასმა მწვანე შუქი აუნთო ხელისუფლებას,” _ ამბობს დეკანოზი დავით ისაკაძე.

სინდისის პატიმრების დაკავებიდან ორწელიწადნახევარი გავიდა.  “გურია ნიუსი” დაინტერესდა მათი  პოლიტპატიმრების სიაში შეყვანის ფაქტს როგორ შეაფასებდნენ ტელეკომპანია “კავკასიაში.”

არხის მფლობელმა ნინო ჯანგირაშვილმა გვითხრა, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ აკთებს და  არ სცალია. არხის პოზიციის გასაგებად ჩვენ „კავკასიის“ ჟურნალისტს ალეკო ელისაშვილს ვესაუბრეთ:

“ამ ფაქტს მივესალმებით. ისინი დიდი ხნის განმავლობაში ტყუილად არიან დაკავებულები. ხელისუფლებამ მაშინ ამ ქმედებით ორი კურდღელი დაიჭირა. ერთის მხრივ “კავკასიას” ჩრდილი მიაყენა, ვითომ ჩვენ დაჟინებით ვითხოვდით ამ ხალხის დაჭერას, არადა ისინი არაფერ შუაში იყვნენ. ერთ-ერთი ჩაჩუა 4 შვილის მამაა. არ მოსწონდათ, გულზე არ ეხატებოდათ, მისი დაჭერა უნდოდათ. მივიდნენ და დააპატიმრეს ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის გამო, მაშინ როდესაც კაცი მთელი გადაცემის განმავლობაში სკამიდან არ ამდგარა. ძველი ბოღმა ჰქონდათ. ხელისუფლება ვერაფრით ახერხებდა „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ გაჩერებას. ამ ინცინდენტით ისარგებლეს. სცადეს, რომ ჩვენთვის ჩრდილი მოეყენებინათ და მეორეს მხრივ, ესენი გაანეიტრალეს. სინამდვილეში, ტყუილად დაიჭირეს. მე ამოცნობაზე მიმიყვანეს. სამი ბიჭი წარმოადგინეს და არც ერთი იყო ამ საქმესთან დაკავშირებული. ამას გარდა ჩვენ:  მე, დავით აქუბარდიამ, ნინო ჯანგირაშვილმა, “კავკასიის” ოპერატორმა, ყველამ ვინც იქ ვიყავით, სასამართლო პროცესზე ვთქვით, რომ ესენი არაფერ შუაში არიან… შეგიძლიათ კადრები ნახოთ, სადაც ჩანს, რომ ეს ბიჭები არაფერს აკეთებენ. ჯავრი ჰქონდათ და ტყუილ უბრალოდ ანგარიში გაუსწორეს… ძალიან კარგი, რომ სამართლიანობა აღდგება და ეს ბიჭები გათავისუფლდებიან. ვულოცავ, ნამდვილად მიხარია,” _  განუცხადა “გურია ნიუსს” ჟურნალისტმა ალეკო ელისაშვილმა.

რწმენის პატიმრებმა უარი თქვეს საქმის სტრასბურგში გასაჩივრებაზე. ისინი აცხადებენ, რომ მათ  სამშობლო არ უპირისპირდება და შესაბამისად, თავს უფლებას არ მისცემენ, სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ შეიტანონ.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

16:59; 19 დეკემბერი, 2025
სამართალი

ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს

16:49; 19 დეკემბერი, 2025
სამართალი

პენიტენციური სამსახური ზურაბ ჯაფარიძის საპატიმროდან გათავისუფლების საკითხზე განცხადებას ავრცელებს

13:22; 19 დეკემბერი, 2025
სამართალი

„კოკაინი“, ,„მდმა“,  „კლეფედრონი“ და  „გამომშრალი მარიხუანა“ _ ნარკოდანაშაულისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს

12:26; 19 დეკემბერი, 2025
სამართალი

ხობში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

20:09; 18 დეკემბერი, 2025

ვისზე გასვლას ცდილობს N1 საჯარო სკოლაში შესული ფინანსური პოლიცია

ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშემშლელი მაღალჩინოსანი სამმართველოს უფროსად დაინიშნა

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“ვიზალიბერალიზაციის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს”

18:54; 19.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნესისთვის მოლაპარაკების მართვის ვორკშოპი გაიმართა

18:32; 19.12.2025
საზოგადოება

“ყველაფერი ნაცრად იქცა, დაივსო ოჯახი, ვერაფერი გადაარჩინეს” _ ხანძარი ჩოხატაურში

17:54; 19.12.2025
ფინანსები

გაატარეთ ახალი წელი ვაზისუბნის მამულში და შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO და Visa-სთან ერთად

17:04; 19.12.2025
სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

16:59; 19.12.2025
სამართალი

ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს

16:49; 19.12.2025
საზოგადოება

სამეგრელოში ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა

16:29; 19.12.2025
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:02; 19.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი დაემატა

15:42; 19.12.2025
საზოგადოება

უვარგისი გაყინული ქათმის ხორცი საქართველოს საზღვრიდან ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს

15:07; 19.12.2025
საზოგადოება

რიონისპირა მდებარე ავარიული სახლის ფრაგმენტი ჩამოიშალა

14:56; 19.12.2025
პოლიტიკა

“საკანონმდებლო ცვლილებით “ოცნება” ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებს დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარებაზე უარს ეუბნება”

14:24; 19.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 500-ზე მეტმა სტუდენტმა შეავსო

14:07; 19.12.2025
საზოგადოება

ისანში საცხოვრებელ სახლში ხანძარია _ კადრებო სოციალურ ქსელში ვრცელდება

13:29; 19.12.2025
სამართალი

პენიტენციური სამსახური ზურაბ ჯაფარიძის საპატიმროდან გათავისუფლების საკითხზე განცხადებას ავრცელებს

13:22; 19.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025
0

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო