შეხვედრის შესახებ, რესურსცენტრს, ტრადიციისამებრ, ჟურნალისტებისათვის არ უცნობებია.
როგორც თავად სტუმარმა აღნიშნა, მისი სტუმრობის მიზანი იყო, უფრო დეტალურად მოეთხრო ადგილობრივი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის ეროვნული და სასერთიფიკატო გამოცდების შესახებ.
მაია მიმინოშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და აუცილებელია მასში ცვლილებების რაც შეიძლება სწრაფად და უმტკივნეულოდ გახორციელება.
მიმინოშვილმა პედაგოგებთან ურთიერთობისას აღნიშნა, რომ გაითვალისწინებს მათ მიერ გამოთქმულ ყველა შენიშვნას და კონკრეტულ ადრესატამდე _ განათლების მინისტრამდეც მიიტანს.
2013 წლის საატესტატო გამოცდებში განათლების სამინისტრო ცვლილებებს გეგმავს. ყველა სკოლას ინდივიდუალურად მიეცემა შესაძლებლობა, მისთვის მისაღები სისტემა აირჩიოს _ იქნება ეს ზეპირი გამოცდა, ტესტები თუ წერითი ფორმა. მასწავლებელთა უმრავლესობა მიიჩნევს, გამოცდების ჩატარების მსგავსი მოდელი გაცილებით დემოკრატიულია და მოსწავლის ცოდნის შემოწმებას ემსახურება.
მიმინოშვილმა, შეხვედრის ბოლოს, ადგილობრივ მასწავლებელთა შეკითხვებსაც უპასუხა, რომელთა ნაწილიც, ხშირად სცილდებოდა განათლების ეროვნული ცენტრის დირექტორის კომპეტენციას.