მან მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ, როცა პარლამენტმა პოლიტიკურ დევნილებად გამოაცხადა რუსეთის ყველა აგენტი, რომლებიც ქართულ სახელმწიფოებრიობას ძირს უთხრიდა, ამ დროს კი დაკითხვაზე იბარებ ადამიანს, რომელიც ამ აგენტებს ებრძოდა, ეს ფაქტი ყველაფერზე მეტყველებს.
ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან იკრიბებიან მერაბიშვილის მხარდამჭერები _ კობა ხაბაზი, ლევან თარხნიშვილი და სხვები.
როგორც კობა ხაბაზმა “გურია ნიუსთან” თქვა, “ქართული ოცნების” და ივანიშვილის რიტორიკა, რითაც ისინი მოუწოდებენ საპარლამენტო უმცირესობას, ტონი შეარბილოს, სრულიად შეუსაბამოა მერაბიშვილის დაითხვაზე დაბარებასთან. კობა ხაბაზი არ გამორიცხავს, რომ ყოფილი პრემიერი დააპატიმრონ.
“გურია ნიუსის” კითხვაზე, ხომ არ გამოიყენა ხელისუფლებამ მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე ყოფილი პრემიერის საწინააღმდეგოდ, ხაბაზმა გვიპასუხა, რომ ეს ხელისუფლება საკუთარი მიზნებისთვის ყველას და ყველაფერს გამოიყენებს.