ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, კახა ასკურავას თქმით, ფინანსური პოლიცია კონკრეტული საქმის გამო შევიდა გამგეობაში.
_ შემოვიდა ფინანსური პოლიცია გამგეობაში, ამოიღეს კონკრეტული დოკუმენტაცია და წაიღეს. აინტერესებდათ 2010 წლის ტენდერის დოკუმენტი, რომელიც ეხებოდა სახანძრო სამსახურის მანქანის შესყიდვებთან დაკავშირებით, _ გვითხრა სატელეფონო საუბრის დროს კახა ასკურავამ.