https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „მასშტაბური“ დარტყმა განახორციელა

    reuters: აშშ-ს დაზვერვა მიიჩნევს, რომ პუტინი უკრაინის მიტაცებას და ევროპის ნაწილების დაბრუნებას აპირებს, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „მასშტაბური“ დარტყმა განახორციელა

    reuters: აშშ-ს დაზვერვა მიიჩნევს, რომ პუტინი უკრაინის მიტაცებას და ევროპის ნაწილების დაბრუნებას აპირებს, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

27 ტყვია საკონტროლო გასროლით

3:12; 14.12.2012
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

დათოს მამა, დათა ქადეიშვილი პოლიციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, თუმცა, ერთმა შემთხვევამ ყველაფერი შეცვალა _ სამართალდამცველებმა ქადეიშვილის სახლიდან იარაღის ტყვიები ამოიღეს და ძებნილის მამა დააკავეს. ქადეიშვილი ამბობს, რომ ტყვიები ჩაუდეს: _ 2009 წლის 7 იანვარს დამაკავეს. წინა დღეს, საღამოს 10 საათისთვის, მეგობართან ერთად ერთ ოჯახში მივედი, სადაც დამხვდა იმ დროისთვის პოლიციის უფროსის მოადგილე ტუღუში და კიდევ ორი პოლიციელი, რომელთა გვარები არ მახსოვს. თავიდანვე ამ ტუღუშთან მქონდა მოლაპარაკება. მას ვუთხარი _ საქმე ისე მიდიოდა, რომ 15 დღეში დათო ჩაბარდებოდა. დათოს 22 წელი შეკრებითობის პრინციპით ჰქონდა მისჯილი, პოლიცია კი მეუბნებოდა, რომ ჩაბარების შემთხვევაში, საქმის გადახედვა იქნებოდა შესაძლებელი. დათოს, მართალია, ეჭვი ეპარებოდა, მეკითხებოდა ხომ არ გვატყუებენო, მაგრამ ჩაბარებაზე თანახმა იყო. 7 იანვარს, სახლში შემოვარდა გაბელია _ ურეკის პოლიციის უფროსი, ოცი კაცი მაინც ახლდა. მე და ჩემი მეუღლე ვიყავით სახლში. ყველაფერი გადაატრიალეს. ჩემი მეუღლე ფსიქიკურად დაავადებულია და პოლიციელებს ვთხოვე, რომ ცოტა ლმობიერები ყოფილიყვნენ. ტანსაცმლის ჩაცმის უფლებაც ვითხოვე. მერაბიშვილს ახლა უკვირს, ღამით როგორ შეიძლება კაცის დაჭერაო, ისინი კი, გათენებული არ იყო, სახლში რომ შემომიცვივდნენ. ბევრი ეძებეს, მაგრამ ვერაფერი ნახეს და წავიდნენ. თუმცა, მიმდებარე ტერიტორიაზე ტრიალებდნენ. 10 “პიკაპი” მაინც იყო გაჩერებული სახლის ახლოს. იქვე იყო სამმართველოს უფროსი შოთა ჭანუყვაძე, მისი მოადგილე ელგუჯა ჩავლეიშვილი და ურეკის პოლიციის თანამშრომლები _ ჭყონია, ჩხაიძე, გაბელია… წასვლიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, თავიდან შემოვიდნენ და ისევ ჩხრეკა დაიწყეს, _ იხსენებს დათა ქადეიშვილი.

_ ჩხრეკას მოწმეები არ ესწრებოდნენ?

_ არავინ არ შემოუშვეს. ხალხს აგინებდნენ კიდეც. მეორეჯერ რომ შემოვიდნენ, სამზარეულოში, ფინჯნიდან სამი ცალი “გეკოს” ტყვია ამოიღეს. დაჯდნენ და ოქმის შევსება დაიწყეს. გარეთ გავედით და გაბელია ეუბნება პოლიციელებს, აი, ნახეთ ავტომატის ტყვიებიო. წუხელ შენი შვილი იყო სახლში მოსული და ავტომატიდან ამოუვარდაო, მითხრა, _ გვიყვება დათა ქადეიშვილი, რომელიც ტყვიების შენახვის გამო, ციხეში წელიწადნახევრით გამოკეტეს.

პოლიციის მაღალჩინოსნები პირად საუბრებში აღნიშნავენ, რომ დათა ქადეიშვილის დაკავება მის შვილზე ზემოქმედებისთვის სჭირდებოდათ, თუმცა, არაფერი გამოუვიდათ. სამართალდამცველებმა დათოს პოვნა ვერ შეძლეს, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში მის სახელს რამდენიმე ყაჩაღობა მიაწერეს; ყაჩაღობას მკვლელობის ბრალდებაც მოჰყვა…

2009 წლის 15 დეკემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში, მამა-შვილი _ ირაკლი და თედორე ხურციძეები საკუთარ სახლში მოკლეს. შემთხვევის დროს, ირაკლი ხურციძის 10 თვის შვილი და ფეხმძიმე მეუღლე დაიჭრნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობაში ბრალი დათო ქადეიშვილს დასდო და მისი ადგილსამყოფლის დამდგენს 10 000-ლარიან ჯილდოსაც დაჰპირდა.

ამ მკვლელობასთან დაკავშირებით უპასუხო შეკითხვები ბევრია: მკვლელობის ადგილზე ქადეიშვილის დამნახავი პიროვნება არ არსებობს, არც შესაბამისი მტკიცებულებებია, თუმცა, საქმე გახსნილად არის გამოცხადებული და დამნაშავედ დათო ქადეიშვილია დასახელებული.

ირაკლი ხურციძის მეუღლეს დღეს ამ თემაზე საუბარი არ სურს. კომენტარის გაკეთებას სხვებიც ერიდებიან. მათ შორის პოლიციელებიც, რომლებიც პირად საუბრებში არ გამორიცხავენ, რომ შესაძლებელია, ქადეიშვილს ხურციძეები მართლაც არ მოუკლავს.

სამართალდამცველებმა დათოს ადგილსამყოფელი 2011 წლის 4 დეკემბერს შეიტყვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადების თანახმად, “2011 წლის 4 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოს დაუკავშირდა სოფელ შრომის მკვიდრი, რომელმაც განაცხადა, რომ მასთან სახლში იმყოფებოდა პოლიციის მიერ ძებნილი დავით ქადეიშვილი. მოგვიანებით გაირკვა, რომ დავით ქადეიშვილი იმყოფებოდა მისი ნათესავის _ კუტოღლიანი-მიშკინას ბინაში, სადაც ის მივიდა დახმარების თხოვნით. თუმცა, უარის მიღების შემდეგ, მას მოუვიდა კონფლიქტი მისსავე ნათესავთან და კუტოღლიანი-მიშკინასი დაჭრა მუცლის არეში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, რის შემდეგაც ოჯახის წევრებმა მოახერხეს პოლიციასთან დაკავშირება. ადგილზე მისულ პოლიციას დავით ქადეიშვილმა გაუწია შეიარაღებული წინააღმდეგობა, არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას, ჩაბარებოდა პოლიციას და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გახსნა ცეცხლი პოლიციის მიმართულებით. ორმხრივი სროლის შედეგად, სამწუხაროდ, დავით ქადეიშვილი გარდაიცვალა. რაც შეეხება დაჭრილ კუტოღლიან-მიშკინას, იგი გადაყვანილია საავადმყოფოში, სადაც მას ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია”.

ოფიციალურ ვერსიისგან მკვეთრად განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდიან დათო ქადეიშვილის ოჯახის წევრები და თვითმხილველები, რომლებიც ამ ფაქტს შეესწრნენ.

მამამისი იხსენებს, რომ დათოს პოლიციამ ახლობლის სახლში მიაგნო. არავინ იცის, რა მოხდა იქ, თუმცა, იციან, რომ ხელყუმბარა აფეთქდა. ერთი ვერსიით, ხელყუმბარა დათოს აუფეთქდა, მეორე ვერსიით, ის პოლიციელებმა ააფეთქეს.

_ რამდენიმე კილომეტრი იარა ფეხით დაჭრილმა და მივიდა იმ ბინაში, სადაც მოკლეს. ისინი ჩვენი ახლობლები იყვნენ. როგორც ვიცი, გონებას კარგავდა, რადგან დაჭრილი იყო. ალბათ, სწორედ ამ დროს გაუვარდა იარაღი, _ ამბობს დათა ქადეიშვილი.

ერთ-ერთი თვითმხილველი, რომლის ვინაობას ჩვენ მისივე თხოვნით არ ვასახელებთ, ამბობს, რომ დაჭრილი დათო ხატებთან დაჩოქილი ნახა:

_ ალბათ, პატიებას ითხოვდა. ვუთხარი კიდეც, რომ თავისთვის მიეხედა. ძალიან ცუდად იყო, ყურებიდან სისხლი სდიოდა.

თვითმხილველი ყვება, როგორ გამოვიდა საპირფარეშოდან ხელებაწეული დათო ქადეიშვილი:

_ ხელები აწია და დაიძახა: აჰა, მესროლეთო. მაშინვე დაუწყეს სროლა. მერე ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა, კონტროლიორი ვარო და ჯერ კიდევ ცოცხალ ბიჭს თავში ესროლა. ამას ჩემმა ძმამ საკუთარი თვალით უყურა და მას შემდეგ ცუდადაა _ ეს როგორ ძაღლურად მოკლეს ახალგაზრდა ბიჭიო.

ქადეიშვილის ლიკვიდაცია დღისით მოხდა და ამიტომ ამ საქმეს ბევრი თვითმხილველი ჰყავს, თუმცა, არც ერთი მათგანი გამოძიებას არ დაუკითხავს.

_ ჩემი თვალით დავინახე, როგორ გამოვიდა საპირფარეშოდან ხელებაწეული და როგორ დააყარეს ტყვიები. არც გაფრთხილება ყოფილა პოლიციელებიდან და არც არაფერი. კარგად გავიგონე დათოს ხმა _ აჰა, მესროლეთო. ამის შემყურე ცუდად გავხდი, მაგრამ ახლოს არ მიმიშვეს. ამის შემდეგ კი, პოლიციელები მივიდნენ და გარდაცვლილს წიხლები ურტყეს თავში, _ იხსენებს ერთ-ერთი თვითმხილველი ნუგზარ შევარდნაძე.

იგივეს ამბობენ სხვა თვითმხილველებიც და აღნიშნავენ, რომ პოლიციელები ქადეიშვილის დაკრძალვაზეც იყვნენ მისულები და ქადეიშვილის ბევრ ახლობელს გასვენებაში მისვლაც კი აუკრძალეს. იხსენებენ იმასაც, რომ გარდაცვლილი საოცრად იყო დამახინჯებული (მართალია, დათოსთვის ექსპერტიზა არ ჩაუტარებიათ, თუმცა, ვიდეო ფირზე, რომელიც ქადეიშვილების ოჯახში ინახება, კარგად ჩანს თუ როგორ არის დასახიჩრებული 22 წლის ბიჭის ცხედარი, რომელსაც ცემის კვალი შეუიარაღებელი თვალითაც ეტყობა. ავტ.)

ამ სპეცოპერაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გიგა ჯაფარიძე იყო, გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ გორის სამხარეო პოლიციის უფროსად დანიშნა. ჯაფარიძე ამ თემაზე დღეს არ საუბრობს, კომენტარებს არც მისი გარემოცვა აკეთებს და შესაბამისად კითხვა _ რატომ მოკლეს ჩაბარებული ადამიანი და რა გახდა გარდაცვლილის სასტიკად ცემის მიზეზი, ამ დრომდე პასუხგაუცემელია.

კითხვა გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის, შოთა ჭანუყვაძის მისამართითაც არსებობს _ სწორედ ის ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას, რომლის დროსაც დათა ქადეიშვილის სახლში, ხელმეორე ჩხრეკისას იარაღის ტყვიები იპოვეს და რომლის გამოც ქადეიშვილს ციხეში რამდენიმე თვის გატარება მოუწია. ჯაფარიძის მსგავსად, ახალმა ხელისუფლებამ ჭანუყვაძეც თანამდებობაზე დანიშნა _ ის ანტიტერორისტული სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელია, რომელიც ჩვეულ სტილს არ ღალატობს და კითხვებზე არც ამჯერად გვპასუხობს.

დაგროვილ კითხვებზე პასუხის გაცემას ლიკვიდირებულის მამაც ითხოვს, რომელიც პროკურატურაში რამდენიმე სარჩელის შეტანას გეგმავს _ თავისი უდანაშაულობის დამტკიცების და დათოს მკვლელების დასჯის მოთხოვნით. ქადეიშვილი იმედოვნებს, რომ დასავლეთ საქართველოს ახალი საოლქო პროკურორი ილია ჯალაღანია, რომელიც მისი დაკავების დროს ოზურგეთის მთავარი პროკურორი იყო და ამ ყველაფრის ერთ-ერთი მონაწილეა, გამოძიებას ხელს ვერ შეუშლის. მასვე იმედი აქვს, რომ ამ საქმის ხელახალი გამოძიება ჯალაღანიას, ჯაფარიძის და საქმეში მონაწილე სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხსაც დააყენებს.

_ სასაფლაოზეც კი მოდის პოლიცია. 1 აპრილს აქვს დათოს დაბადების დღე. წელს, საფლავზე “კანარეიკებით” მოგვადგნენ. ხშირად დადიან აქ და ხშირად ეკითხებიან ყველა ჩემს ახლობელს, რას ვფიქრობ მე. აინტერესებთ, ვიჩივლებ თუ არა. ერთ ჩემს ახლობელს უთხრეს კიდეც, ეგ გამიგე და და თუ გინდა, საჭესთან მთვრალიც კი დაჯექიო, _ ამბობს დათა ქადეიშვილი.

_ რა თქმა უნდა, ვიჩივლებ. ამ საქმეში ჯალაღანია ურევია, მოსამართლეცაა გარეული, პროკურორი სირაძე, ჭანუყვაძე, ჯაფარიძე… რომელი ერთი ჩამოვთვალო? ეს ის ადამიანები არიან , რომლებიც ჩემის დაკავების და დათოს დახვრეტის ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ. მე არ ვამბობ, რომ დათო უდანაშაულო იყო. გამოეძიათ და სიმართლე გაერკვიათ, ეგებ არ იყო? რატომ არ მისცეს სიცოცხლის და თავის მართლების შანსი, რატომ გამიშვეს მე ციხეში.? ეს ის კითხვებია, რომლებზეც პასუხები აუცილებლად უნდა გამცენ. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ პასუხები არ აქვთ, რადგან მოკლულს უამრავი დანაშაული მიაწერეს და ეს ყველაფერი პროკურატურამ “გააპრავა”, _ დასძენს დათა ქადეიშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით ქადეიშვილის ბრალეულობა, ლიკვიდირების შემდეგ ასე გამოიყურებოდა: “2008 წლის აგვისტოში, ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში მცხოვრებ მალხაზ მჟავანაძის საცხოვრებელი სახლის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით დაყაჩაღება; 2008 წლის აგვისტოში ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში მცხოვრებ ავთანდილ გელაშვილის მკვლელობის მცდელობა; 2009 წლის 29 დეკემბერს, ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკის ტერიტორიაზე ბენზინგასამართი სადგური “ვისოლის” დაყაჩაღების ფაქტი; იმავე დღეს, ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში მცხოვრებ ავთანდილ კუგასიანისაგან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ფულის გამოძალვა და ავტომანქანის გატაცება; 2010 წლის 7 იანვარს ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში მცხოვრებ მიხეილ მჟავანაძის საცხოვრებელი სახლის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილვა; ამავე სოფლის საჯარო სკოლისა და სკოლის ავტობუსის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილვა; ყაჩაღობის მიზნით, ამავე სოფელში მდებარე მაღაზიის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილვა; სოფელ შრომაში მცხოვრებ სიმონ კუგასიანის საცხოვრებელი სახლის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით დაყაჩაღება; ამავე სოფელში მცხოვრებ ზურაბ მჟავანაძის ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა და მისი კუთვნილი ავტომანქანა “ნივას” გატაცება; 2010 წლის 15 დეკემბერს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული თავს დაესხა ოზურგეთის რ-ნის სოფ. თხინვალში მცხოვრებ, 1957 წ.დ. თედორე გიორგის ძე ხურციძის ოჯახს და შურისძიების მოტივით, ავტომატიდან გასროლით მოკლა მამა-შვილი _ 1957 წელს დაბადებული თედორე და 1980 წელს დაბადებული და ირაკლი ხურციძეები, ასევე დაჭრა ირაკლი ხურციძის მეუღლე _ 1985 წელს დაბადებული ქეთინო აშუბა და შვილი _ 10 თვის გიორგი ხურციძე”.

დღეს ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არც ერთ ოფიციალურ უწყებას არ სურს. მათ შორის, ორივე შემთხვევის პროკურორს მალხაზ სირაძეს, რომელმაც ჩვენ დანახვაზე მიმალვა სცადა და კითხვაზე რატომ “აპრავებდა” პროკურატურა ამდენ დანაშაულს იმ დროს, როცა საქმეებში ბევრი უზუსტობა იყო, გვიპასუხა: _ რაც იყო, ის კეთდებოდა.

გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის განცხადება

ვწუხვართ, ბატონო მინისტრო, მაგრამ მცდარი ინფორმაცია თქვენ გაქვთ!

ყველა სიახლე

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ

21:31; 20.12.2025
საზოგადოება

ავტომობილი ხეს დაეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა – ადგილიდან ვიდეო ვრცელდება

21:19; 20.12.2025
სამართალი

სენაკში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

20:48; 20.12.2025
ზაფრანი

გივი და ავტოინსპექტორი

20:33; 20.12.2025
კულტურა

„დონ-კიხოტი რამხელა როლი იყო და ხალხი მაინც ელიბოს რატომ მეძახისო?”

18:02; 20.12.2025
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა რიკოთზე

17:09; 20.12.2025
სამართალი

გარყვნილი ქმედება არასრულწოვანთან და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვა, გამოყენება – დაკავებულია 1 პირი

17:00; 20.12.2025
სამართალი

ოზურგეთელი ცეკვის მასწავლებლის სასამართლო სხდომა ჯერ არ გამართულა

16:52; 20.12.2025
სამართალი

გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავეს

16:12; 20.12.2025
პოლიტიკა

მთავრობის პროპაგანდა ხშირად კრემლის ნარატივებს იმეორებს – MDF-ის კვლევა

15:08; 20.12.2025
საზოგადოება

როგორ ითვლება საარსებო მინიმუმი საერთაშორისო სტანდარტით

14:45; 20.12.2025
მსოფლიო

აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „მასშტაბური“ დარტყმა განახორციელა

14:04; 20.12.2025
პოლიტიკა

„ოცნების“ დეპუტატი, რომელმაც საათებში ნახევარ მილიონზე მეტი გადაიხადა

13:45; 20.12.2025
მსოფლიო

reuters: აშშ-ს დაზვერვა მიიჩნევს, რომ პუტინი უკრაინის მიტაცებას და ევროპის ნაწილების დაბრუნებას აპირებს, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა

12:41; 20.12.2025
საზოგადოება

გურიაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოავლინეს

11:58; 20.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025
0

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო