ამ ეტაპზე ოფიციალურად გადაწყვეტილი არ არის, ვინ დაიკავებს ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს უფროსის ადგილს. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ამ პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება.
ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოს უფროსად გოჩა ჟღენტი მოიაზრება, ის წარმოშობით ლანჩხუთელია და რაიონში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. ბოლოს კი, გოჩა ჟღენტი სუფსის პოლიციის უფროსი იყო.
“გურია ნიუსი” დაუკავშირად გოჩა ჟღენტს, რომელმაც განაცხადა, რომ ოფიციალურად ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი.
ჯერჯერობით, კვლავ ვაკანტურია ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსის პოსტიც. მას, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ეროდი გორდელაძე დაიკავებს.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, გურიის სამივე რაიონულ სამმართველოში პოლიციის უფროსების დანიშვნაზე ბრძანებები ამ კვირის ბოლოს დაიწერება.
ინფორმაციას “გურია ნიუსთან” ტატო ვასაძეც ადასტურებს.