განცხადებაში ნათქვამია, რომ ადმინისტრაციის უფროსის დაბარების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
“თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი ქალბატონი ლუბა კოზმავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახურში იმყოფება. ამ ეტაპზე უცნობია კონკრეტულად რა საკითხზე მიმდინარეობს მერიის ადმინისტრაციის უფროსის დაკითხვა. აღსანიშნავია, რომ ქალბატონ ლუბას ორი კვირის ახალშობილი ჰყავს და ის მეძუძური დედაა,” _ ნათქვამია განცხადებაში.