_ დიახ, ასე იყო. კარავში გადავიხადე დაბადების დღე. 11 დეკემბერს 30 წელი შეუსრულდა კიდევ ერთ ადამიანს, რომელიც ძალიან დაახლოებულია ამ კარავთან და ამიტომ მოხდა ეს დამთხვევა. მე სხვაგან ვფიქრობდი, მაგრამ შემდეგ შევაერთეთ სუფრა. ჩემი შემადგენლობით გადმოვედი კარავში.
_ როგორც გავიგე, თქვენმა ქეიფმა მოსახლეობა შეაწუხა.
_ ნამდვილად არ ყოფილა ასე. ღრეობაში არ გადასულა ჩვენი დაბადების დღის აღნიშვნა. ამ ყველაფერს ჰქონდა სიმბოლური დატვირთვა. 11 დეკემბერს დავიყოლიეთ ჩვენი მოშიმშილეები და მათთან ერთად აღინიშნა დაბადების დღე. იმ დღეს ოთხმა ადამიანმა შეწყვიტა შიმშილობა – გვითხრა რომან ბიწაძემ.