სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ქალაქ ახალქალაქში, აეროპორტის საერთო საცხოვრებელში არსებული მიტოვებული საცხოვრებელი სახლიდან, დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღეს.
სამართალდამცველების მიერ ამოღებულია: ორი ცალი საკვალე კოჭა, ცხრა ცალი “ეფ-1” ტიპის ხელყუმბარა, ოთხი კაფსულის დეტონატორის მუხტით, ხოლო ერთი დეტონატორი ამფეთქებლის გარეშე, ერთი ცალი N7 ტიპის “ერგედე”-ს ხელყუმბარა, 1 ცალი ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარა, 2497 ცალი 7,62 კალიბრიანი ვაზნა, 96 ცალი 5,45 კალიბრიანი „აკაეს”-ის ვაზნა, სამი ცალი იარაღის ბუდე და ორი ცალი სამხედრო ჩანთა.
ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 236-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა. საქმეს ახალქალაქის რაიონული სამმართველო იძებს.