ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში “გურია ნიუსს” განუცხადეს, რომ გამგეობამ უკვე დააბრუნა ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი და ამ დღეებში საჯარო განხილვაც მოეწყობა.
2013 -2016 წწ-ში მუნიციპალიტეტის სტრატეგია, თითქმის, უცვლელია და მოიცავს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და სკოლამდელი განათლების ხელშეწყობას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტებია: თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია, განათლება, კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი; მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.