(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ვ. მაისურაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 25-27 თებერვალს, თბილისში ჩატარდა. მასში 1994-96 წლებში დაბადებული, 200-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. წარმატებით გამოვიდნენ ოზურგეთის სასპორტო სკოლის აღსაზრდელები _ 42 კგ. წონით კატეგორიაში მეორე იყო დათო ჩხარტიშვილი, 46 კგ. წონით კატეგორიაში I ადგილი აკაკი ჩანჩიბაძემ მოიპოვა, მეორე-მესამე ადგილებზე კახა ირემაძე და გუგა კვერღელიძე გავიდნენ. 50 კგ. კატეგორიაში მესამე ადგილი გიორგი ბაკურაძეს ერგო. დანარჩენ კატეგორიებში ადგილები ასე გადანაწილდა: 54 კგ. წონითი კატეგორია _ II ადგილი თემურ კვაჭაძე; 58 კგ. წონითი კატეგორია _ III ადგილი გიორგი ჯაფარიძე; 63 კგ. წონითი კატეგორია _ I ადგილი გიორგი თოიძე; III ადგილი ნიკა ტუღუში, IV ადგილი გიორგი ჩხარტიშვილი; 69 კგ. წონითი კატეგორია _ I ადგილი გიორგი ჩხარტიშვილი; 85 კგ. წ. კატეგორია _ III ადგილი გიორგი მდინარაძე; 100 კგ. წონითი კატეგორია _ II ადგილი სამუკა დარჩია, III ადგილი კი გელა ქარცივაძე.
გუნდი მოამზადეს ზურაბ და ირაკლი ზურაბიანებმა, გურამ და დავით მაჭარაშვილმა, ალექსანდრე ბოლქვაძემ, დავით მელუამ, ანზორ ლომაძემ, გია ბაქანიძემ.
აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის სასპორტო სკოლის ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.