_ ამ საქმეში ჩართული იყო სოფელ შრომის საჯარო სკოლის დირექცია, მოსწავლეები, მოხალისე პედაგოგი, რომელიც უცხოეთიდან არის ჩამოსული და სოფლის თითქმის ყველა მკვიდრი. ბავშვებისთვის შევაგროვეთ ციტრუსი და კივი, გადავანაწილეთ ეს ყველაფერი და საჩუქრად გადავეცით. – გვითხრა რუსუდან ცეცხლაძემ.
საჩუქრების გადასცემას “ცისკრის ვარსკვლავში” დაუგეგმავი კონცერტი მოყვა, სადაც ბავშვები ერთმანეთს სიმღერაში და ინტელექტში შეეჯიბრნენ.
– როგორც მოგეხსენებათ, დღის ცენტრი შემოქმედის ეპარქიასთან არსებულია. ძალიან გაგვიხარდა ასეთი აქცია, რომელიც სოფელ შრომის საჯარო სკოლამ გააკეთა. მე ვფიქრობ, ეს დღე მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენი და საჯარო სკოლის ბავშვები დამეგობრდებიან და ხშირად გვესტუმრებიან. ჩვენც, აუცილებლად ვეცდებით ვესტუმროთ მათ და მეგობრობის ხელი გავუწოდოთ, – თქვა ჩვენთან საუბრის დროს „ცისკრის ვარსკვლავის“ მენეჯერმა, ხათუნა ცერცვაძემ.
სოფელ შრომის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მოძღვარმა, მამა პავლემ (ქინქლაძე) ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოება დალოცა.