იგი 48 წლისაა და ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის დიდი სტაჟი აქვს. მისი თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანება დღეს ან ხვალ დაიწერება.
გია დოლიძე: _ ველოდები ბრძანებას, ჯერ არ არის დაწერილი. ისე, წარდგენილი ვარ და იმედია, დადებითად გადაწყდება ჩემი დანიშვნის საკითხი. წარმოშობით ჩოხატაურიდან ვარ, აქ დავიბადე და გავიზარდე. გურიაში ვმუშაობდი 4 წელი, ვიყავი ოზურგეთის პოლიციის უფროსის მოადგილე, ასევე, ლანჩხუთის პოლიციაში _ კრიმინალური პოლიციის უფროსი. ამჟამად ვმუშაობ ფოთის სამმართველოს უფროსის მოადგილედ,
_ ბატონო გია, რამდენი ხანია, რაც გურიიდან ხართ წასული?
_ გურიიდან წამოსული ვარ 2003 წლიდან. შემდეგ ვმუშაობდი სხვადასხვა რაიონებში სხვადასხვა თანამდებობებზე. ასევე ვიყავი ფოთში სამძებროს უფროსი 2005-2006 წლებში, შემდეგ კი, გლდანში ვმუშაობდი პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილედ.
_ ბატონო გია, თქვენი ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში, მოსალოდნელი იქნება თუ არა ჩოხატაურის პოლიციაში ცვლილებების გატარება?
_ როცა დავინიშნები, მზად ვარ, ინტერვიუ მოგცეთ _ მე ძალიან კონტაქტური ადამიანი ვარ!