“შპს. “ტაო” ს ხელმძღვანელი ლევან თუმანიშვილი გუშინ გვიან ღამით, თავის დაზღვევის მიზნით და ახალციხის ადგილობრივი სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციით, მოთავსებულ იქნა თბილისის მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში, სადაც მას ჩაუტარდა საფუძვლიანი სამედიცინო გამოკვლევა, მათ შორის თავის ტვინის ტომოგრაფია. სამედიცინო გამოკვლევით არ დადასტურდა ადვოკატ მამუკა მდინარაძის განცხადება, რომ ბრალდებულს აქვს დიაბეტი და აღენიშნება ასთმის ნიშნები. გამოძიებას გააჩნია სამედიცინო გამოკვლევის შესაბამისი დასკვნა. აღსანიშნავია, რომ სანამ განხორციელდებოდა ლ. თუმანიშვილის დაკავება, სამართალდამცავების ინიციატივით, ბრალდებულს, ახალციხის ადგილობრივმა სამედიცინო პერსონალმა ჩაუტარა კვალიფიციური სამედიცინო შემოწმება. ექიმთა თქმით, ლ. თუმანიშვილს არ დაუდასტურდა დიაბეტი. ასევე, შემოწმების დროს არ დაფიქსირებულა მაღალი წნევა. ამ მომენტისთვის ლ. თუმანიშვილის ჯამრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მიმდინარეობს მისი ტრანსპორტირება თბილისიდან ახალციხის მიმართულებით სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიზნით.
Developed By Web Features 2025 © All rights reserved































































