მსოფლიო მედიაში მე-16 საუკუნის ფრანგი ასტროლოგის, მიშელ დე ნოსტრადამუსის ჩანაწერები კვლავ აქტუალური გახდა. მისტიკოსის მიმდევრები დარწმუნებულნი არიან, რომ 1555 წელს გამოცემულ წიგნში “წინასწარმეტყველებანი” (Les Propheties), 2026 წლისთვის დაშიფრული მოვლენები უკვე რეალობად იქცევა.
ომი, რომელიც 7 თვე გაგრძელდება?
ნოსტრადამუსის ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი კატრენი პირდაპირ მიანიშნებს ხანგრძლივ და სისხლისმღვრელ კონფლიქტზე:
“ფუტკრების გუნდი” – თანამედროვე ტექნოლოგია 500 წლის წინ?
განსაკუთრებით შთამბეჭდავია I:26 კატრენი, სადაც ნოსტრადამუსი წერს:
“ფუტკრების დიდი გუნდი აღიმართება… ღამით კი – ჩასაფრება”. ისტორიკოსები ამას ადრე შუა საუკუნეების ბრძოლებს უკავშირებდნენ, თუმცა დღეს ინტერპრეტატორები ამაში თანამედროვე დრონებს ხედავენ. უპილოტო საფრენი აპარატების ზუზუნი და მათი “გუნდური” შეტევები ღამის ცაზე ზუსტად იმეორებს ნოსტრადამუსის მიერ აღწერილ სურათს.
მარსის გავლენა და “დასავლეთის დუმილი”
კიდევ ერთი წინასწარმეტყველება მიუთითებს პლანეტა მარსის (ომის ღმერთის) პოზიციაზე:
“როდესაც მარსი თავის გზას ვარსკვლავებს შორის იპოვის… სამი ცეცხლი აღიმართება აღმოსავლეთიდან, მაშინ როცა დასავლეთი სიჩუმეში დაკარგავს სინათლეს”.
ასტროლოგიური გათვლებით, 2026 წელი სწორედ ის პერიოდია, როდესაც გლობალური კონფლიქტების რისკი პიკს აღწევს. “სამი ცეცხლი აღმოსავლეთიდან” შესაძლოა მიუთითებდეს სამ დიდ კონფლიქტზე ან ალიანსზე, რომელიც მსოფლიო წესრიგს შეცვლის.
რატომ ახლა?





































































