სამტრედიის მესამე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, ელენე ალფაიძე სამტრედიელ, წარმატებულ აბიტურიენტთა შორის, ეროვნულ გამოცდებში მიღებული ბიოლოგიის ქულითაც გამოირჩა.
ბიოლოგიაში უმაღლესი 70 ქულიდან ელენე ალფაიძემ 66 ქულა მიიღო და ლიდერის პოზიცია ამ შემთხვევაშიც დაიკავა.
ელენეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში 60 ქულა აქვს, ინგლისურში _ 77, მათემატიკაში _46.
უკვე ეჭვი არავის ეპარება, რომ ელენე ალფაიძე, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტში აბარებს, სახელმწიფოსგან ასპროცენტიან გრანტს მიიღებს.
“გურია ნიუსი” წარმატებებს უსურვებს ელენეს.
[sexy_author_bio]