ირანში მიწისძვრის შედეგად 700-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, განმეორებითი ბიძგების შიშის გამო მაცხოვრებლებმა ღამე ღია ცის ქვეშ გაატარეს.
როგორც ცნობილია, ირანში ღამით 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, დილას კი 5.2 და 4.6 მაგნიტუდა დაფიქსირდა.
ირანში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას გასულ ნოემბერს 620 ადამიანი ემსხვერპლა.