_ ცეცხლი ჩამხმარ და მოთიბულ ისლს უკიდია. როგორც მუნიციპალიტეტის სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსმა კახა ჯინჭარაძემ გვითხრა, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ისლს ყოველწლიურად წვავენ.
მისივე თქმით, ხანძრის ზოლსა და დასახლებულ პუნქტს შორის წყლით სავსე არხი ჩადის, რაც გამორიცხავს ხანძრის გავრცელების და მოსახლეობამდე მიღწევის საშიშროებას: _ ეს იმდენად ლოკალური სახის ცეცხლის გავრცელების კერაა, რომ სახანძრო ავტომანქანები შემთხვევის ადგილას არ გაგვიგზავნია, _ ამბობს ჯინჭარაძე.