პაატა ბურჭულაძემ უწყების თანამშრომლებთან შეხვედრაზე მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის შესახებ ისაუბრა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით, ყველას, განურჩევლად ეროვნებისა, წოდებისა, განათლებისა თუ ეკონომიური მდგომარეობისა, საშუალება აქვს წვლილი შეიტანოს ტაძრის მშენებლობაში.
თავდაცვის უწყებაში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრი დაესწრო. ირაკლი ალასანია დღეს ფონდში “ივერიისა“ ოფიციალურად გაწევრიანდა. მისი განცხადებით, “ტაძრის მშენებლობაში შეტანილი წვლილით ეროვნულ საქმეს გავაკეთებთ, თუმცა, აქციაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და თანხის გაღებას არავის ავალდებულებს”.
თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის და გაერთიანებული შტაბის თანამშრომლებისთვის დღესვე ათონის მთის ივერიის ღვთისმშობლის ხატის შესახებ დოკუმენტური ფილმის _ “ღირს არს ჭეშმარიტად“, ჩვენება გაიმართა.
2011 წელს, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ტაძრის საძირკველი აკურთხა. მშენებლობა 2012 წლის გაზაფხულზე დაიწყო.
აქციაში საქართველოს 204 ათასზე მეტი მოქალაქე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი მონაწილეობს.