“სასაცილოა ის რომ, აწარმოებენ გამოძიებას რიყის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით და გამომძიებელმა არ იცის რა არის მიწის ნორმატიული ფასი და ხშირ შემთხვევაში ჩვენს თანამშრომლებს უწევთ გამომძიებლებისთვის ლექციების ჩატარება.
გავიგეთ ასევე ის, რომ პოლიციაში ძველი “ოპერები” დააბრუნეს, რომლებიც იარაღის ჩადებით გამოირჩეოდნენ და ახლა თურმე სამსახურიდან ისევ გაუყრიათ. ანუ, როგორც ჩანს ძველ საგამოძიებო სისტემაში ვბრუნდებით და მინდა ყველას ვუთხრა, რომ ეს ძალიან ცუდია ქვეყნისთვის. ზემოაღნიშნული და სხვა მსგავსი ფაქტების გამო, ეკონომიკა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობის მძევალია. ჩვენი ოპოზიციის სახელით, გულწრფელად გამოვთქვამ სურვილსა და მზადყოფნას, დავსხდეთ და გავაჩეროთ ეს პროცესი, რადგან ეკონომიკური პრობლემა თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ცხოვრებაზე აისახება.” _ აცხადებს უგულავა.