_ ვიყავი სოფელ ნატანებში და ახლა ვარ ქალაქ ოზურგეთის თორმეტსართულიანი ბინებთან, სადაც ხალხი არის გამოსული. პირადად დავუკავშირდი სამაშველო სამსახურს. როგორც სამსახურის უფროსი მეუბნება, მიწისძვრას ამ ეტაპზე არანაირი ნგრევა არ მოყოლია. – გვითხრა კოტე შარაშენიძემ.
ევროპის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, შავ ზღვაში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი შავი ზღვის სანაპირო ზოლიდან 46 კილომეტრში მდებარეობდა, სოჭიდან 106 კილომეტრში, ხოლო გუდაუთიდან _ 35 კილომეტრში.