ამასთან დაკავშირებით “გურია ნიუსი” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორს ზურაბ ჯავახიშვილს ესაუბრა.
“მიუხედავად იმისა, რომ ეპიცენტრი საკმაოდ შორს იყო, შესაძლოა ბიძგები განმეორდეს, მაგრამ ეს ყველაფერი ნელ-ნელა შესუსტდება. გურიას და აჭარას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. შესაძლოა, ერთი-ორი ბიძგი იგრძნონ, მაგრამ ეს საშიში არ იქნება, _ განაცხადა ზურაბ ჯავახიშვილმა “გურია ნიუსთან” საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ვროპის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, შავ ზღვაში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი შავი ზღვის სანაპირო ზოლიდან 46 კილომეტრში მდებარეობდა, სოჭიდან 106 კილომეტრში, ხოლო გუდაუთიდან _ 35 კილომეტრში. მკვეთრი ბიძგები იგრძნობოდა გურიაშიც _ ყველაზე ნაკლებად, ლანჩხუთში. გამოიწვია თუ არა მიწისძვრამ ნგრევა, ამის შესახებ დეტალები ამ წუთებში დგინდება.