ოჯახში 10 წევრი ცხოვრობს _ ყველა მათგანი უვნებლად გადარჩა. სოფელში დაზიანებულია კიდევ რამდენიმე სახლი.
მიწისძვრამ დააზიანა ასევე მახინჯაურის რკინიგზის სადგური _ დაიბზარა ფანჯრები, გიფსო-კარდონის ჭერი და კედლები. ნგრევა იყო ქობულეთშიც.
შემთხვევის ადგილზე უკვე მივიდა გარემოს დაცვის სამმართველოს წარმომადგენლები და გეოლოგები მივიდნენ, რომლებიც მდგომარეობას ადგილზე სწავლობენ: “აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ციტრუსის რეალიზაციის საკითხთან დაკავშირებით თბილისში იმყოფება, ამიტომ განთიადში დაზარალებულებს ადგილზე მთავრობის აპარატის ხელმძღვანელი ირაკლი ჭეიშვილი მოინახულებს,” _ აცხადებს აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნათია სირაბიძე.
ნგრევა არ მომხდარა ჩოხატაურში _ მუნიციპალიტეტის გამგებელი, ლელა იმედაშვილი “გურია ნიუსთან” საუბრის დროს ამბობს, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მიწისძვრას ნგრევა არ გამოუწვევია. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ ნგრევა არც ლანჩხუთში იყო. ნგრევა არ იყო არც ოზურგეთში.
მიწისძვრა საქართველოში დღეს, 23 დეკემბერს 17:31 საათზე მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე 5.6 ამპლიტუდა იყო. მოგვიანებით ორი საათის განმავლობაში შედარებით სუსტი 6 მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ბათუმიდან 113 კილომეტრში, ხოლო ანაკლიიდან 45 კილომეტრში იყო.