https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

    ომანის სანაპიროსთან ნავთობტანკერზე თავდასხმა მოხდა

    რუსეთმა დონეცკის ოლქი დაბომბა

    ირანში აშშ-ს საელჩოზე შტურმი სცადეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“სახეზეა ყვითელი სიმინდის “შეტენვის” მცდელობა!”

3:03; 9.03.2011
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

გურიაში ხელისუფლება ე.წ. ყვითელ სიმინდს, ჟარგონი რომ ვიხმაროთ, (დღეს აქ თითქმის ყველა ასე ამბობს) “ატენის” საჯარო მოხელეებს, გინდათ თუ არა, უნდა იყიდოთო. გამონაკლისს არც კერძო ბიზნესი წარმოადგენს _ დაძალება მათ მიმართაც იგივე მეთოდით ხორციელდება. საინტერესოა, კორპუსებში მცხოვრებ ადამიანებს რაში სჭირდებათ ეს ყბადაღებული ყვითელი თესლი, რომელიც უკვე, გურულების გულღია საუბრით, რომც აჩუქო ვინმეს, ვირუსი ეგონება და ამრეზით შემოგხედავს. ჩვენ არა ერთ მოქალაქეს შევხვდით, რომლებსაც თესლის ყიდვას აძალებენ, თუმცა, ისინი ვინაობას ღიად არ ასახელებენ, რადგან ამ ხელისუფლების დამსჯელ მეთოდებსაც იცნობენ. ხელისუფლებაზე დამოკიდებულ მაძღართა განმარტებით, “ყვითელსიმინდობია” სოფლის მეურნეობაში გადადგმული ძლიერი ნაბიჯია, რომელსაც “მხოლოდ სუსტი მხედველობისანნი ვერ ამჩნევენ”.

ამ და სხვა უფრო სერიოზულ საკითხებზე “გურია ნიუსი” არასამთავრობო ორგანიზაცია “სასოფლო-სამეურნეო პროგრესის” გამგეობის წევრს ტიფო მიქატაძეს ესაუბრა.

მიქატაძე მიიჩნევს, რომ ჰიბრიდული სიმინდით ადგილობრივი ჯიშების ჩანაცვლება უკიდურესად მცდარი პოზიციაა, ისევე, როგორც მცდარია მეორე პოზიციაც _ თითქოს, ჰიბრიდები საერთოდ არ უნდა შემოვიტანოთ.

_ ბატონო ტიფო, რა უპირატესობა აქვს ამ ჰიბრიდულ ყვითელ სიმინდს და ადამიანის საკვებად რამდენად ვარგისია? არავინ აკონკრეტებს, საფურაჟეა იგი თუ ადამიანის საკვებად გამოსადეგი.

_ ჰიბრიდული სიმინდის თესლი შეიძლება იყოს, როგორც ყვითელი, ისე თეთრი ფერის. არის, როგორც მხოლოდ საფურაჟე, ისე ადამიანის საკვებად გამოსადეგი. ჰიბრიდები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ბევრი სხვა მახასიათებლებითაც. ასე რომ, სახელმწიფომ რომელ ჰიბრიდებზე გააკეთა აქცენტი, არ ვიცით. მათი მიღების შემდეგ, სრულფასოვანი და ამომწურავი ინფორმაცია და კონსულტაცია უნდა მიეწოდოს დაინტერესებულ ფერმერებს, რათა რაციონალური არჩევანი გააკეთონ, თავიანთი მოთხოვნილებიდან გამომდინარე.

ზოგადად, ჰიბრიდულ ჯიშს ახასიათებს მრავალი უპირატესობა ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით. თუმცა ჰიბრიდის შერჩევა უნდა მოხდეს ადგილობრივ აგროკლიმატურ პირობებთან შესაბამისობაში. არ ვიცი, რა ჯიშის, რომელ ჰიბრიდებთან გვექნება საქმე. ამჯერად, თავს შევიკავებდი მათ უპირატესობებზე უფრო დაწვრილებით საუბრისგან. დარწმუნებული ვარ, სათესლე მასალა მაღალხარისხოვანი იქნება, რომელსაც მწარმოებელი კომპანიის (ამერიკული კომპანია “პიონერი”) მაღალი ავტორიტეტი განაპირობებს, თუმცა, ხაზს ვუსვამ _ მთავარია, რომელი ჰიბრიდები გვექნება. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ათვითცნობიერებს სიმინდის პროგრამის მნიშვნელობას. ამიტომ, სავარაუდოდ, იგი შეეცდება, პროგრამა არ ჩავარდეს და კარგი პიარი მოიტანოს.

_ საქართველოს რელიეფის მქონე ქვეყნისთვის, როგორ შეიძლება მოხდეს ჩვენებური სიმინდის ამ ჯიშით შეცვლა?

_ ჰიბრიდული სიმინდის ფორმატთა მრავალფეროვნება (მარტო “პიონერს” აქვს ათეულობით ჰიბრიდი) იძლევა საშუალებას, რომ შევარჩიოთ შესაბამისი ფორმა. სავარაუდოა, რომ სახელმწიფომ შეუკვეთა და შემოგვთავაზებს რამდენიმე ფორმისას, საიდანაც ფერმერს მიეცემა არჩევნის გაკეთების საშუალება. რაც შეეხება ჰიბრიდული სიმინდით ადგილობრივი ჯიშების “ჩანაცვლებას,” ვიმეორებ _ ეს არის უკიდურესად მცდარი პოზიცია ისევე, როგორც მცდარია მეორე უკიდურესი პოზიცია, თითქოს, ჰიბრიდები საერთოდ არ უნდა შემოვიტანოთ და არ გავავრცელოთ. ჩემი პოზიცია ასეთია: პროგრამამ არ უნდა შეავიწროვოს ადგილობრივი ჯიშები _ იგი უნდა შემოვიდეს, როგორც დამატებითი, და არა სანაცვლო, სათესლე მასალა, სოფლის მოსახლეობის მძიმე მდგომარეობისა და სათესლე სიმინდის დეფიციტის გათვალისწინებით. პროგრამის დახმარებით, მესიმინდემ უნდა მოიწიოს სიმინდის დამატებითი მოსავალი (რითაც დააკმაყოფილებს ოჯახისა და მეურნეობის მოთხოვნას) და მომავალი წლის გაზაფხულზე, დასათესად შეიქმნას ადგილობრივი ჯიშის სიმინდის სათესლე მასალის საკმარისი რესურსი. ამის გარდა, ჰიბრიდული სიმინდის თესლზე მოთხოვნის გაჩენით, პროგრამამ სტიმული უნდა მისცეს მსგავსი თესლის წარმოებას ჩვენს ქვეყანაში. შეგახსენებთ, რომ ამ მხრივ ჩვენში საინტერესო სამეცნიერო და პრაქტიკული გამოცდილება არსებობს და განვითარება სჭირდება.

_ როგორც ვიცით, ჰიბრიდული სიმინდი თქვენ ათეული წლების წინ, შემოიტანეთ სარეალიზაციოდ.

_ ჩვენი პირველი “შეხვედრა” ჰიბრიდულ სიმინდთან იყო 1995-96 წლებში. გაითვალისწინეს რა, ამ პერიოდში ქვეყანაში სათესლე სიმინდის დეფიციტი, საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციებმა შემოიტანეს ამერიკული ჰიბრიდების თესლი. იგი გავრცელდა, ძირითადად, მემამულეთა კავშირის ქსელის მეშვეობით. ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინეთ უცხოელი და ადგილობრივი სპეციალისტების რჩევები და პროგრამა შედეგიანი გახდა.

ბოლო წლებში შპს “ხელხვავი”, რომლის დამფუძნებელი მე ვიყავი, ავრცელებდა იგივე კომპანია “პიონერის” ჰიბრიდული სიმინდის თესლის ხუთ-ექვს განსხვავებულ ფორმატს. სარეალიზაციო ფასი თორმეტი-ცამეტი ლარის ფარგლებში მერყეობდა. ჰიბრიდული სიმინდის მაღალი მოსავალი მეტად არის დამოკიდებული მოვლაზე, ვიდრე ადგილობრივი ჯიშებისა. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მცენარის სრულფასოვან გამოკვებას, აზოტოვანი, ფოსფოროვანი და კალიუმიანი ან კომბინირებული სასუქების შეტანას ნიადაგში. ეს და ტექნოლოგიაში სხვა ელემენტების ჩართვა, დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული, რაც სიმინდის თესლის მაღალ ფასთან ერთად, ჩვენი ფერმერისთვის მძიმე სასტარტო ფასს შეადგენს. ამიტომ, შპს “ხელხვავში” უმნიშვნელო რაოდენობით იყიდებოდა სიმინდის თესლი. დანარჩენს კი, წლის ბოლოს, ქსელიდან ვიღებდით და ვანადგურებდით. მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად ასეთ ზარალს ვნახულობდი, მე მაინც დაჟინებით ვაგრძელებდი მომავალ წელს ახალი თესლის შემოტანას და ასორტიმენტის გაფართოებას _ სურვილი მქონდა, რომ თუნდაც მცირე რაოდენობით, მაინც გავრცელებულიყო დაინტერესებულ ადამიანებს შორის, რაც თანდათან საწინდარი გახდებოდა ჩვენს რეგიონში სიმინდის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა. სიმინდის სახელმწიფო პროგრამის წარმატებით გახორციელება, გაზრდის რა დაინტერესებას ფერმერთა მხრიდან ჰიბრიდულ თესლზე, სასიკეთოდ იმოქმედებს იმ კერძო კომერციული კომპანიების საქმიანობაზე, რომლებიც ამ თესლის წარმოებითა და რეალიზაციით იქნებიან დაკავებულნი.

_ როგორ ფიქრობთ, “აბაშურ ექსპერიმენტს” ძალიან ხომ არ დაემსგავსება “ყვითელი ექსპერიმეტი?”

_ “აბაშურ ექსპერიმენტსა” და მის “ყვითელ ექსპერიმენტთან” შედარებაზე საუბარი, შორს წაგვიყვანს. ამ პროგრამასთან დაკავშირებულ მახინჯ ექსპერიმენტზე ლაპარაკი კი ამ ეტაპზეც შეიძლება _ სიმინდი იმტვერება ქარის მეშვეობით. როცა ჰიბრიდული ყვითელი სიმინდის ყვავილობა ემთხვევა ადგილობრივი თეთრი სიმინდის ყვავილობას და მათი ნაკვეთები ახლოს, არაიზოლირებულად მდებარეობენ, დამტვერვის შედეგად, ხდება თეთრი სიმინდის “აჭრელება” _ ტაროზე მარცვლები ფერს იცვლის, რის შედეგადაც ეცემა მისი, როგორც სათესლე ღირებულება, ისე სასაქონლო ფასიც. ესე იგი ადგილობრივი თეთრი სიმინდის მომყვანი ფერმერი ზარალდება. ამიტომ სპეციალისტები, ერთნაირი ვეგეტაციის მქონე სიმინდის ერთდროული თესვის დროს, ურჩევენ მათი ნაკვეთების სივრცობრივ იზოლაციას. სათესლე მეურნეობებისთვის რეკომენდირებულია მინიმუმ 300-500 მეტრის დაშორებით, ხოლო სამეურნეო ნაკვეთებისთვის ასეთ შეზღუდვა მოხსნილია. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენში სპეციალიზირებული სიმინდის სათესლე მეურნეობები, სადაც ადგილობრივი თეთრი ჯიშები გამოჰყავთ, არ არსებობენ და ფერმერები სათესლედ იყენებენ წინა წლის სიმინდის მოსავლიდან გამორჩეულ მარცვალს. ანუ, აშკარად არსებობს მომავალში ადგილობრივი სიმინდის სათესლე მასალის დეფიციტის გაზრდის საშიშროება.

ამ შემთხვევაში, მესიმინდე ფერმერები, რომელთაც ნაკვეთები ერთმანეთთან ახლოს აქვთ, ამ უარყოფითი მოვლენის თავიდან ასაცილებლად, წინასწარ უთანხმებენ ერთმანეთს დასათესი სიმინდების ჯიშებსა და თესვის ვადებს, რათა რისკი მინიმალიზებული იქნას. ეს ხდება იქ, სადაც ამ კულტურის თესვისა და ფერმერთა ურთიერთობის საჭირო გამოცდილება არსებობს. ჩვენთან კი, სადაც თემის მობილიზებისა და თვითორგანიზების ძალზე დაბალი კულტურაა, რისკები გაცილებით მაღალია და უარყოფითი შედეგებიც უკვე მოსალოდნელია.

არის კიდევ ერთი გზა ჴ იზოლაცია დროში, რაც ნიშნავს, რომ ერთნაირი სავეგეტაციო პერიოდის ჰიბრიდული და ადგილობრივი ჯიშების თესვისას, ჰიბრიდულს თესავენ უფრო ადრე, ვიდრე ჩვენებურს. ამით თავიდან იცილებენ მათი ყვავილობის პერიოდის თანხვედრას და ნაკვეთების გვერდი-გვერდ არსებობაც, უკვე დასაშვებია.

ასე რომ, თუკი ერთ ფერმერს აქვს უფლება, დათესოს ჰიბრიდული ყვითელი სიმინდის თესლი და ჰქონდეს მოსავლისა და შემოსავლის გაზრდის იმედი, მის მეზობელ მეორე ფერმერსაც, რომელიც მხოლოდ ადგილობრივ ჯიშს თესავს, აქვს უფლება, მოითხოვოს, უსაფრთხოდ და ზარალის გარეშე მოყვანის პირობების უზრუნველყოფა.

გამოდის, რომ ჰიბრიდული სიმინდის გავრცელების პროგრამის წარმატება, რაც მისი, მთელი საზოგადოების (და არა რომელიმე ჯგუფის) სასიკეთოდ გამოყენებაში მდგომარეობს, დამოკიდებულია, უპირველეს ყოვლისა, ადგილებზე, სოფლებში, ნაკვეთებში, ფერმერებთან სერიოზულ კონსულტაციებზე, მათი ინტერესების გათვალისწინებაზე და ურთიერთშეთანხმებაზე. ერთი სიტყვით, კომუნიკაციის “საველე” ტექნოლოგიების მაღალ ხარისხსა და რაციონალიზაციაზე.

რაციონალურობა კი, როგორც ჩანს, ხელისუფლებას ნაკლებად ადარდებს. იმისთვის, რომ კამპანიურობის მოყვარულ ხელისუფლებას ერთგულება დაუმტკიცონ, გუბერნატორები და მუნიციპალური მმართველები, ერთმანეთს ეჯიბრებიან, რათა ბელადს პროგრამაში თანამონაწილეთა მეტი რაოდენობის ჩართვა უპატაკონ. როგორც მოსალოდნელი იყო, დაიწყო სიმინდის თესლის ძალით “შეტენვა” საჯარო მოხელეებისთვის. ამ ძალადობის მასიურ ხასიათში, საგანგაშოა ის, რომ შიშვლდება ხელისუფლების პოლიტიკა და იხრება იმ უკიდურესი და მცდარი მიმართულებისკენ, რასაც ჰიბრიდული სიმინდით ადგილობრივი ჯიშების “ჩანაცვლება” ჰქვია. ეს, რბილად რომ ვთქვათ, არარაციონალურია. გამახსენდა სიტყვა “ექსპანსიაც”. ასეთი მახინჯი ელემენტებითა და დამოკიდებულებით, თავდაყირა დგება მთელი ეს პროგრამა და უკვე ხდება გაუფასურება. ეს ავადმყოფური ტვინების პროდუქტია და ამაზე ყველამ ხმა უნდა ამოვიღოთ.

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში, შეექმნება თუ არა საფრთხე სხვის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, სადაც ცხოვრობთ – იურისტის განმარტება

18:31; 1 მარტი, 2026
საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა გორში – ვიდეო ადგილიდან

16:39; 1 მარტი, 2026
საზოგადოება

როდის გამოიდარებს საქართველოში? – პროგნოზი უახლოესი დღეებისთვის

16:22; 1 მარტი, 2026
საზოგადოება

თბილისის მერია: უხვი ნალექის გამო დედაქალაქში გარკვეული პრობლემები შეიქმნა

16:00; 1 მარტი, 2026
საზოგადოება

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან 20-ზე მეტი ფრენა გაუქმდა

15:21; 1 მარტი, 2026

ანდრია ურუშაძე: ამათი დედა ...

ჯვრის კურთხევა ხელმეორედ მოხდება?

ყველა სიახლე

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

22:21; 1.03.2026
პოლიტიკა

რის შესახებ ესაუბრა ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს

22:13; 1.03.2026
საზოგადოება

სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში, შეექმნება თუ არა საფრთხე სხვის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, სადაც ცხოვრობთ – იურისტის განმარტება

18:31; 1.03.2026
პოლიტიკა

განიხილავს თუ არა “გახარია საქართველოსთვის” ოპოზიციასთან გაერთიანებას – რას ამბობს ტატა ხვედელიანი

18:16; 1.03.2026
პოლიტიკა

„შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდა

17:14; 1.03.2026
საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა გორში – ვიდეო ადგილიდან

16:39; 1.03.2026
სპორტი

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტაშკენტის ,,გრანდ სლემის” ვიცე-ჩემპიონია

16:33; 1.03.2026
საზოგადოება

როდის გამოიდარებს საქართველოში? – პროგნოზი უახლოესი დღეებისთვის

16:22; 1.03.2026
საზოგადოება

თბილისის მერია: უხვი ნალექის გამო დედაქალაქში გარკვეული პრობლემები შეიქმნა

16:00; 1.03.2026
საზოგადოება

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან 20-ზე მეტი ფრენა გაუქმდა

15:21; 1.03.2026
საზოგადოება

სამხრეთ საქართველო და გაზაფხული:  „1 მარტს თოვლის ნაბდით დახვდა“

15:03; 1.03.2026
მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

14:57; 1.03.2026
მსოფლიო

ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

14:49; 1.03.2026
საზოგადოება

კლდოვანი მასა ჩამოვიდა – აკრძალულია მოძრაობა

14:22; 1.03.2026
საზოგადოება

საბურთალოზე კედელი ჩამოიშალა

14:19; 1.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო