“ნაციონალური მოძრაობა” 9 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას. მათ თავისუფალად შეეძლოთ, ტარიფების გადახედვა მომხდარიყო. ტარიფების დაწევა მარეგულირებელი კომისიის პრეროგატივაა, მაგრამ მინდა გითხრათ, მარეგულირებელი კომისია არაფერს წყვეტდა. ვიცით, რომ დაწყებული კონსტიტუციით და დამთავრებული უბრალო საქმის მოგვარებით, ყველაფერს ერთი ადამიანი წყვეტდა. ამიტომ მარეგულირებელი იმ გადაწყეტილებას იღებდა, რაზეც მიუთითებდნენ. ბოლოს მარეგულირებელი კომისიის მიერ ტარიფის გადახედვა 2006 წელს მოხდა. ამ პერიოდიდან დღემდე კი ტარიფებთან დაკავშირებით ცვლილებები არ განხორციელებულა, ამიტომ სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ამდენი წლის განმავლონაშ მაღალ ტარიფებს იხდიდა, მაშინ, როცა მისი დაწევა ნამდვილად შესაძლებელი იყო… ნაციონალურ მოძრაობას ვთხოვ, თავი შეიკავოს იმ უაზრო განცხადებებისგან, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ხშირად გვესმის,” – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოში დენის ტარიფის 3.5 თეთრით შემცირებას დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, დენის ტარიფზე მოჩვენებითი შეღავათი საქართველოს ენერგეტიკისა და მომავლის ხარჯზე ხორციელდება.