(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ საკვებ პროდუქტზე ფასის ზრდა უკვე არავის უკვირს. გასაოცარი ის არის, რომ მარხვის დაწყების ჟამს, 7 მარტს, ოზურგეთში 1 კილოგრამი ხორცი 10 ლარი ღირდა, იგივე რაოდენობის ფარში კი _ 11 ლარი. როგორც ყასბები აღნიშნავენ, მარხვა არაფერ შუაშია, გაძვირდა ცოცხლად შესაძენი პირუტყვის ფასი და, შესაბამისად, მოიმატა ხორცის ფასმაც. კითხვაზე, კიდევ არის თუ არა მოსალოდნელი ფასის ზრდა ამ მაღალი მოთხოვნილების პროდუქტზე, გვიპასუხეს, რომ ნურც ეგ გაგიკვირდებათ, უკვე არც ერთ რეგიონში ხორცს ნაკლები ფასი არ აქვს და თბილისში უფრო მეტიც ღირსო.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved