(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის გალავნის ჩამონგრევის გამო, გურიის გუბერნატორს ვალერი ჩიტაიშვილსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს ნიკოლოზ ვაჩეიშვილს შორის საუბარი შედგა, რის შემდეგაც ადგილზე ვითარების შესასწავლად სპეციალისტები ჩამოვიდნენ. მათ მუშაობა დაიწყეს და შესაბამისი დასკვნების დადების შემდეგ, მოხდება გალავნის რეაბილიტაცია.
ლიხაურში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის გალავნის ნაწილი ორი კვირის წინ ჩამოინგრა. დაზიანებულია, აგრეთვე, მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული საფლავები. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ სამუშაოების დაგვიანებამ, შესაძლოა, უფრო მძიმე შედეგები გამოიწვიოს.