სწორედ გენდერული თანასწორობასა და ქალის პოლიტიკურად გაძლიერებაზე იყო ორი დღის განმავლობაში საუბარი ქობულეთში, სემინარზე, რომელიც საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრა ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის ჩატარდა. შეხვედრა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის მენეჯერმა, ლადო მკერვალიშვილმა გახსნა.
ტრენინგზე მოწვეული იყო გენდერის ექსპერტი ირინა ჟვანია, რომელმაც მონაწილეებთან ერთად მიმოიხილა გენდერის სოციალური და პოლიტიკური ასპექტები, გენდერულ პოლიტიკასთან დაკავშირებული საერთაშორისო დოკუმენტები და ეროვნული კანონმდებლობა, ქალის პოლიტიკურად გაძლიერების ისეთ მექანიზმები, როგორიცაა კვოტირება და სპეციალური ზომები. დისკუსია გაიმართა მედიის როლზე არჩევნების გზით ქალის პოლიტიკურად გაძლიერების საქმეში.
ტრენინგზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო IFES-ის ინიციატივას ჟურნალისტთა გენდერული ქსელის დაარსებაზე და მონაწილეებმა განიხილეს ქსელის ფორმირების საკითხი.
ჟურნალისტთა გენდერული ქსელის მიზანია ქვეყანაში გენდერული პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა, მედიის გააქტიურება და გენდერული თანასწორობის საკითხების პოპულარიზაცია. ტრენინგში მონაწილე ჟურნალისტებმა იმსჯელეს ქსელის სტატუსზე, იურიდიულ ფორმაზე, მისიაზე, დებულებასა და საქმიანობის მიმართულებებზე.
შეხვედრა გაიმართა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის “ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება “ამერიკის შერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო”-ს (USAID) მხარდაჭერით.