გამოცემის ცნობით, ყოველთვიურად ბათუმში თურქეთიდან დაახლოებით 500 ათასი ადამიანი გადადის და მათი უმრავლესობა აზარტული თამაშებით ერთობა.
რიზეს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის ომერ ფარუკის თქმით, სავიზო რეჟიმი საქართველო-თურქეთს შორის ერთი წლის წინ გამარტივდა და ამ ხნის განმავლობაში თურქეთის მოქალაქეებმა აზარტული თამშებზე ბათუმის კაზინოებში ასი მილიონი დოლარი დახარჯეს.
_ სამწუხაროდ, კლიენტთა დიდი ნაწილი რიზეს, ართვინის, ტრაპზონის და ერზრუმის პროვინციის მცხოვრებლები არიან. მე არასოდეს მინახავს აზარტულ თამაშებში გამარჯვებულები. ეს ჩვენი რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილია და ამ ხალხის ოჯახები სჭირდებათ ეს რესურსები. თუმცა, ჩვენ არ გვაქვს უფლება შევზღუდოთ ვინმეს უფლებები და ავუკრძალოთ ხარჯვა.” – აცხადებს ომერ ფარუკი.
სტატიაში გამოცემა ფარუკის სიტყვებს იმოწმებს და აცხადებს, რომ კარგი იქნებოდა, თუკი საზღვრის გადაკვეთის ღირებულება ერთი ლირიდან დაახლოებით 50 ლირამდე გაიზრდება. ეს შესაძლოა, ხალხის დიდი ნაკადის შემაკავებელი ეფექტური ნაბიჯი აღმოჩნდეს.