აღმოჩენილი იქნა ჯარისკაც გიორგი კიკაძის ცხედარი, რომელიც 19 დეკემბერს დაიკარგა ავღანეთში.
_ მე და გაერთიანებული შტაბის უფროსმა მოვინახულეთ ოჯახი და საქმის კურსში ჩავაყენეთ პირადად, _ განაცხადა ირაკლი ალასანიამ, რომელმაც ბოდიში მოუხადა ჯარისკაცის დედას, რადგან ბოლო პერიოდში თავდაცვის მიერ გავრცელებული განცხადებები მას საჭიროზე მეტად იმედიან განწყობაზე აყენებდა.
გიორგი კიკაძის ცხედარს 31 დეკემბერს, დილას ჩამოასვენებენ საქართველოში და ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო გაიღებს.