ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორის, კობა ბანძელაძის თქმით, ღონისძიების მსველობის დროს ტრადიციულად გათამაშდება 20 მობილური ტელეფონი.
ოზურგეთის ქუჩებში უკვე დარიგდა სპეციალური მოსაწვევები, რომლის მეშვეობითაც გამოვლინდება 20 იღბლიანი.
ახალი წლის დღეებში ოზურგეთში სხვა ღონისძიებებიც გაიმართება, რომლის აფიშას „გურია ნიუსი“ გთავაზობთ:
1-2 იანვარი–ჩატარდება საახალწლო კონცერტი ბავშვებისათვის, ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.
(მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ორგანიზებით). დასაწყისი: 13:00-ზე;
2, 3, 4, 5, 6 იანვარი-ოზურგეთის საბავშვო თეატრი გამართავს სპექტაკლებს ბაშვებისათვის. (დასწრება თავისუფალია).
7 იანვარი–ოზურგეთის საბავშვო თეატრი გამართავს სპექტაკლს ,,საშობაო ზღაპარი“ უნარშეზღუდული ბავშვებისათვის, გურიის ინვალიდთა ასოციაციაში.
დასაწყისი: 12:00-ზე
14 იანვარი– სახალხო დღესასწაული ,,კალანდობა გურიაში’’ (ძველი ტრადიციების აღდგენით).
გაიმართება დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმში. დასაწყისი 14:00-ზე