ავთანდილ ბერიძის მიერ დანიშნულ აპარატის უფროსის რამაზ ბოლქვაძის ბრძანებით კი 14 ადამიანი. ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობამდე ყოფილ აპარატის უფროსმა 39 თანამშრომელი გაათავისუფლა. მათ შორის 15 არასაშტატო თანამშრომელი, რომელიც ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობაში” სპეციალისტებად იყვენენ მიწვეულები. “ქრისტიან-დემოკრატების” 12 სპეციალისტი დარჩა უმუშევარი, ხოლო უშუალოდ უმაღლესი საბჭოს აპარატიდან 12 თანამშრომლის გათავისუფლება მოხდა. 1 ნოემბერს ავთანდილ ბერიძემ #171 ბრძანებით აპარატის უფროსი ლევან ხოზრევანიძე გაათავისუფლა. გათავისუფლებები ამით არ დასრულებულა. რამდენიმე დღის წინ უმაღლეს საბჭოში 19 თანამშრომელი გაანთავისუფლეს. მათ შორის პრესსამსახურის ხელმძღვანელი და აპარატის სხვა თანამშრომელი.
10 დეკემბრამდე დაინიშნა 33 ახალი კადრი, თუმცა რამდენიმე მათგანს ხელშეკრულება დროებით გაუგრძელდა და ახლად გათავისუფლებულთა შორის მოხვდნენ.
ალიკო ბაუჟაძე დეპუტატ დავით ბაციკაძის ასპინძის შტაბის ხელმძღვანელი იყო. უმაღლეს საბჭოში დასაქმდა მურმან დუმბაძის ძმის ცოლი მარინა ბერიძე, რომელსაც 1770 ლარი დაენიშნა ხელფასად. უმაღლეს საბჭოში ამბობენ, რომ მხოლოდ 39 თანამშრომელმა დატოვა უმაღლესი საბჭო დარჩენილ თანამშრომლებს კი ატესტაციია ჩაუტარდებათ.
“გურია ნიუსის” მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციიდან კი ირკვევა, რომ ოქტომბრიდან 10 დეკემბრამდე 71 ადამიანის განთავისუფლებაზე დაიწერა ბრძანება, მათგან მხოლოდ 11 ადამიანი დაინიშნა სხვა პოზიციაზე, დანარჩენები კი უმუშევრები დარჩნენ. თუმცა 10 დეკემბრის შემდეგ უმაღლეს საბჭოში კიდევ 20-მდე თანამშრომელი გათავისუფლდა.