“ძვირფასო მეგობრებო, გაცნობებთ, რომ უახლოეს მომავალში დავტოვებ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩის თანამდებობას. ვსარგებლობ შემთხვევით და ვაქვეყნებ წერილს, რომელშიც ევროპარლამენტარების საინციატივო ჯგუფი, ბრიუსელში საქართველოს ელჩის მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ჩემს მოღვაწეობას, საკუთარ შეფასებას აძლევს. წერილს ხელს აწერს ევროპარლამენტში არსებული ყველა ძირითადი პოლიტიკური ძალის წარმოამდგენელი, მათ შორის საქართველოს დღევანდელი მმართველი პარტიის პოლიტიკური პარტნიორები. ვფიქრობ, რომ აღნიშნული წერილი ყველაზე კარგად გასცემს პასუხს იმ პრეტენზიებს, რაც ჩემი “ვიწრო პარტიული” ინტერესების დაცვის თაობაზე გაჟღერდა. ვიმედოვნებ, რომ ბრიუსელში ჩემი მოღვაწეობის შვიდი წლის მანძილზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში მივაღწიეთ იმ ეტაპს, როდესაც, საქართველოს მთავრობიდან შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს ევროპული მომავალი შეუქცევადი გახდა. მადლობას ვუხდი ჩვენი საელჩოს ყველა თანამშრომელს, საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ, დავდაუზოგავი შრომისათვის. ვთვლი, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ერთადერთი მყარი გარანტიის მისაღებად, ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისათვის ბრძოლაში მონაწილოების მიღება და თანამდროვე ისტორიის ურთულეს ვითარებებში ჩემი ქვეყნის ინტერესების დაცვა, დიდი პრივილეგია იყო. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც მომეცემა შესაძლებლობა ვემსახურო ჩემს სამშობლოს და ჩემს ხალხს.”
Developed By Web Features 2024 © All rights reserved