ხაჩიძე რამდენიმე დღის წინ დაღუპული სერჟანტის გიორგი კიკაძის ცხედრის სამშობლოში ჩამოსასვენებლად ავღანეთში იმყოფებოდა.
“ბასტიონის” სამხედრო ბაზაზე ჩავფრინდით, ქართველი ჯარისკაცის ცხედარის გამოსაცილებლად.
ჩვენს გარშემო ქართველი ჯარისკაცები მოგროვდნენ. პრეზიდენტი ბაზის ხელმძღვანელობასთან წავიდა შეხვედრაზე.
ამ დროს, ჩვენთან ამერიკელი სერჟანტი მოვიდა და დაინტერესდა რა ხდებაო. ჩვენებმა აუხსნეს, თანამებრძოლი დაგვეღუპა და საქართველოში ვაცილებთო. სერჟანტი წავიდა და ცოტა ხანში, დაახლოებით 200 ამერიკელ ჯარისკაცთან ერთად დაბრუნდა უკან.
უხმოდ მოეწყვნენ თვითმფრინავთან…
ამაღელვებელი სიჩუმე იდგა.
ყველა უხმოდ მოქმედებდა: გენერლები, პრეზიდენტი, სერჟანტები, ჯარისკაცები, ქართველები, ამერიკელები, ბრიტანელები…” _ წერს გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.