შენობა პიკეტირებული დახვდათ იქ დასაქმებულ მოხელეებს. პიკეტირების შესახებ ინფორმაციას, ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზვიად აფხაზავა ადასტურებს. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი აქტიური სახე, რომან ბიწაძე კი ამბობს, რომ მათი მოთხოვნა არის უცვლელი – წავიდეს მიხეილ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“.