დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, აღმოჩნდა, რომ ის საქართველოში კონტრაბანდული გზით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული პრეპარატ _ “ლირიკის” შემოტანას ცდილობდა. მას ამ პრეპარატის 108 ფირფიტა სხეულზე და ქურთუკის შიდა მხრიდან ჰქონდა ჩამაგრებული. საერთო ჯამში, სამართალდამცველებმა “ლირიკის” 1512 აბი დაითვალეს, რომლებიც ექსპერტიზის თანახმად, 453,6 გრამ ფსიქოტროპულ ნივთიერება “პრეგაბალინს” შეიცავს.
არსებული კანონმდებლობის მიხედვით საქართველოში “ლირიკის” შემოტანა მხოლოდ სპეციალური ნებართვით შეიძლება და თავისუფალი ბრუნვიდან ამოღებულია.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 261-ე მუხლის (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ შეძენა-შენახვა) მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 263-ე მუხლის (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) მე-3 “ა” ქვეპუნქტით. აღნიშნული დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.