ამ განცხადების შემდეგ, მან ირაკლი ღარიბაშვილს კონვერტი გადასცა და უთხრა, რომ იქ ეწერა ყველაფერი. მინისტრმა განაცხადა, რომ მსგავსი ბუნდოვანების შეტანა მიზანშეწონილი არ იყო და სტუდენტს მოუწოდა, გაესაჯაროვებინა აღნიშნული ინფორმაცია. საბოლოო ჯამში, გაირკვა, რომ სტუდენტი საუბრობდა ვაკე-საბურთალოს მე-7 განყოფილების უფროსზე, დავით ნიკოლეიშვილზე. სტუდენტის თქმით, მან 29 ოქტომბერს დანაშაული ჩაიდინა და ის დღემდე არ არის დასჯილი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, შს მინისტრმა განაცხადა, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცოდა, მაგრამ აუცილებლად გაარკვევდა. შეხვედრა ამ წუთებშიც გრძელდება.