(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის “გურიამ” მორიგი შეხვედრა საჩხერეში გამართა _ ჩვენებურების მასპინძელი ჭიათურის “მაღაროელი” იყო. შეხვედრის სხვა ქალაქში გადატანის მიზეზი უამინდობა გახდა. სამწუხაროდ, ჩვენებურებმა წარმატებას ვერც ნეიტრალურ მოედანზე მიაღწიეს და ბოლოადგილოსანთან 0:1 წააგეს. უნდა ითქვას, რომ “მაღაროელი” ბოლო წლებში, “გურიასთვის” ყველაზე უხერხულ მეტოქედ იქცა.
მორიგ შეხვედრას ლანჩხუთელები 14 მარტს, 15 საათზე, საკუთარ მოედანზე გამართავენ და თბილისის “ნორჩ დინამოელს” მიიღებენ.