შს მინისტრი განახლებულ ინფრასტრუქტურას და წინა ხელისუფლების საქმიანობასაც შეეხო:
“ჩვენ კარგად ვიცნობთ, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიას, ბოლო 20 წლიან პერიოდს. გარკვეულ ინდივიდთა ჯგუფი მოდის ქვეყნის სათავეში – მართავს, ანგრევს და მიდის დაუსჯელად. მოდის მეორე ჯგუფი… მოდის მესამე ჯგუფი და რეალურად, არაფერი იცვლება ქვეყნისთვის და ხალხისთვის.
კი ბატონო, გიდასტურებთ, რომ ვხედავთ განახლებულ ინფრასტრუქტურას. მაგრამ მე, როგორც მოქალაქეს, მრცხვენია და მიმაჩნია, რომ არჩეული ხელისუფლება (საუბარი იყო წინა ხელისუფლებაზე ავტ.), როდესაც საკუთარ მოსახლეობას, ყოველდღიურად ახსენებდა, რომ მას აქვს ელექტროენერგია, გაზი, გზები, არ ცივა და მის შვილს აქვს განათლების მიღების შესაძლებლობა, ეს არის უბრალოდ ძალიან დიდი უზნეობა. ეს არის არათუ ჩვენი გარკვეული სურვილი-ქველმოქმედება, არამედ ეს არის ჩვენი ვალდებულება – ვემსახუროთ ჩვენ ხალხს.”