იგი, ვიზიტის დასასრულს, სიტყვით გამოვიდა ლატვიის ტრანსატლანტიკური ორგანიზაციისა და ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსის მიერ ორგანიზებულ საჯარო დისკუსიაში, საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდა ლატვიელ კოლეგას ედგარ რინკევიჩს, ლატვიის პრეზიდენტს ანდრის ბერზინს და პარლამენტის თავმჯდომარეს სოლვიტა აბოლტინას.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები, საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან ურთიერთობები და ინტეგრაციის თვალსაზრისით ბოლო პერიოდში მიღწეული წარმატებები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ახალი მთავრობის მტკიცე პოზიცია, უზრუნველყოს ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობა; აღინიშნა საქართველოსა ლატვიას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობა.
მხარეებმა მიმოიხილეს ქართული მხარის გადაწყვეტილება რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, ასევე, რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხები. საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
მაია ფანჯიკიძემ ლატვიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ინტერვიუები მისცა ტელეკომპანია LNT-ს, გაზეთებს _ Diena-ს და Telegraph-ს.
ლატვიიდან საგარეო საქმეთა მინისტრი ჩეხეთში გაემგზავრება, სადაც 15 იანვარს ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს.