კოალიცია “ქართული ოცნების” წევრსა და გამგებლს შორის ინციდენტი წუხელ, გვიან ღამით მოხდა და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კოტე შარაშენიძე და კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი ნესტორ რამიშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ინციდენტი, წყაროს თქმით, ნესტორ რამიშვილის საცხოვრებელი სახლის წინ მოხდა.
_მითხრეს, რომ ღამით, დაახლოებით 12 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი კოტე შარაშენიძე სახლში მიუვარდა ნესტორ რამიშვილს. ჩემი ინფორმაციით, რამიშვილი მას დასაქმებას სთხოვდა, წასულა საქმის გარჩევა, ხმამაღალი საუბარი და ბოლოს, როგორც ვიცი, იარაღიც გამოიყენეს. კოტემ ნესტორს თავში იარაღის კონდახი ჩაარტყა. ადამიანი ცუდადაა, წევს სახლში და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა, _აცხადებს “გურია ნიუსთან” წყარო.