ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
“საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ კეთილმეზობლური პოლიტიკა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ერთობლივი სადილი,” _ ნათქვამია განცხადებაში.